შრომითი ცხოვრების ხარისხის ამაღლება

 

შრომითი ცხოვრების ხარისხის ამაღლება

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია
სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

შრომითი რესურსების მართვის მთავარი ასპექტია შრომითი ცხოვრების ხარისხის ამაღლება. მუშაკთა ცხოვრების ხარისხის ამაღლება გულისხმობს მუშაკთა პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონეს შრომის მიღწეული შედეგების მეშვეობIტ. ცხოვრების ხარისხის ამაღლებით უმთავრესად  დაინტერესებულნი  არიან  ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები. ამ ქვეყნებში მუშაკთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ასტიმულირებენ საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციები.

შრომითი ცხოვრების დონეს ახასიათებს შემდეგი მაჩვენებლები: ა) სამუშაო უნდა  იყოს საინტერესო; ბ)  მუშაკებმა  შრომის  შედეგების  აღიარებასთან  ერთად  უნდა  მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება; გ) სამუშაო გარემო უნდა იყოს ნაკლებ ხმაურია, სათანადოდ განათებული, და სუფთა; დ) ხელმძღვანელმა უნდა განახორციელოს ზედამხედველობა მინიმალურ დონეზე მაინც, მაგრამ აუცილებლად მაშინ როცა ეს საჭიროა; ) მუშაკები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ვ) შრომის პროცესში აუცილებელია მუშაობის გარანტია და კოლეგებთან თანამშრომლობა; ზ)  მუშაკები  უნდა  უზრუნველყოფილ  იქნენ  სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.

შრომითი ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის საჭიროა შრომისათვის სათანადო პირობების შექმნა და შრომის სწორი ორგანიზაცია. მუდმივად განმეორებადი მოქმედებების შესრულება  და  რუტინული  შრომა  ამცირებს  მუშაკთა  დაინტერესებას  და საბოლოო ჯამში იწვევს შრომის სედეგების შემცირებას. ამიტომ აუცილებელია

 

შრომის ისეთი ორგანიზაცია, რაც უზრუნველყოფს მუშაკთა შრომის პროცესით დაინტერესებას და პიროვნების პროფესიულ ზრდას. ორგანიზაციებში (ფირმებში) გამოიყენება შრომის ორგანიზაციის ორი ყველაზე გავრცელებული მეტოდი: სამუშაოს მოცულობის ზრდა, და სამუშაოს შინაარსის გაფართოება.

სამუშაოს  მოცულობა  გულისხმობს  შესასრულებელი  ოპერაციების  ერთობლიობას და მათი განმეორებადობის სიხშირეს. სამუშაოს მოცულობა შეიძლება იყოს ვიწრო, როდესაც მუშაკი ასრულებს რამდენიმე ოპერაციას, და ფართო, თუ მუშაკი ასრულებს მრავალმხრივ ოპერაციებს და მათი განმეორებადობის სიხშირე მცირეა.

სამუშაოს შინაარსი  არის  შედარებითი  მაჩვენებელი  იმ  გავლენისა,  რომელიც მუშაკმა  შეიძლება  მოახდინოს  თვითონ  სამუშაოზე  ან  სამუშაო  გარემოზე.  მაგალითად, დამოუკიდებლობა სამუშაოს დაგეგმვის პროცესში, მუშაობის რიტმის განსაზღვრის პროცესში, მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ისმის კითხვა, როდის არის შესაძლებელი შრომის პირობების შეცვლა?. საყოველთაოდ მიღებულია, რომ შრომის  პირობებმა  უნდა  უზრუნველყოს  მუშაკთა  შრომის  მოტივაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომა თვითონ არის მოტივაცია მუშაკებისათვის. მოტივაციის სფეროში ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევები  გვიჩვენებენ  რომ  შრომის ორგანიზაციის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ ორგანიზაციებში და იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებსაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები: შეუძლიათ შრომის აუცილებლობის აღიარება,  გააჩნიათ  სამუშაოსადმი  პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუძლიათ საკუთარი  შრომის  შედეგების  შეცნობა  და  ეფექტიანობის  ხარისხის განსაზღვრა.