ძალაუფლება, გავლენა, ლიდერობა

ძალაუფლება, გავლენა, ლიდერობა

ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის  საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია
სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

ორგანიზაციის           ეფექტიანი           ფუნქციონირების           აუცილებელი                                            პირობა ხელმძღვანელობის სწორი ფორმების შერჩევა  და  გამოყენებაა.  ხელმძღვანელობა მართვის  აუცილებელი  კომპონენტია,  იგი  ემყარება  ძალაუფლებასა   და ხელმძღვანელის პირად თვისებებს.

ადამიანები სხვადასხვა პირადი თვისებებით ხასიათდებიან.  არიან  წყნარი,  ემოციური, სერიოზული, მხიარული და სიცოცხლით სავსე, იმპულსური და კიდევ მრავალი სხვა თვისებების მქონე ადამიანები. ადამიანთა ეს  თვისებები  უდიდეს  გავლენას ახდენენ ხელმძღვანელობის სტილზე. ხელმძღვანელობის  ფორმების  შერჩევა და შესაბამისად ხელმძღვანელობის შედეგები აღნიშნული თვისებებით არის განპირობებული.

ადამიანები ძალაუფლებას ძალასა  და  აგრესიასთან  აკავშირებენ.  მაგრამ  ძალა  სულაც არ არის ძალაუფლების აუცილებელი ნიშანი. ძალაუფლება სხვათა ქცევაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაა.

გავლენაში  იგულისხმება  ერთი  ინდივიდის  ნებისმიერი  სახის   მოქმედება, რომელიც გამოიწვევს ცვლილებებს მეორე ინდივიდის ქცევაში, შეგრძნებებში, ურთიერთობებში და სხვა.

ადამიანმა მეორე ადამიანზე  შეიძლება  იმოქმედოს  იდეის  მეშვეობითაც. ძალაუფლება    და    გავლენა    ის    საშუალებებია,    რომელთაც    მენეჯერი                             იყენებენ

კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. თუ მენჯერი არ ფლობს მუშაკებზე ზემოქმედებისათვის საკმარის ძალაუფლებას, ის ვერ შეძლებს მათ წარმართვას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ძალაუფლება ორგანიზაციათა წარმატებით ფუნქციონირების აუცილებლი პირობაა თუმცა ზოგჯერ ის არასწორად გამოიყენება.

ხელმძღვანელობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერობის მექანიზმსაც. ლიდერობაში იგულისხმება ცალკეულ პიროვნებებსა  და  ჯგუფებზე  გავლენის  მოხდენის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ძალისხმევის წარმართვას ორგანიზაციის  მიზნების  მისაღწევად.  თუ  ლიდერობის  უნარი   მენეჯერებს სათანადოდ არა აქვთ განვითარებული, ისინი ვერ შეძლებენ ორგანიზაციის ეფექტიან მართვას.

ბევრ ადამიანს ხელისუფლებაში ესმის  სხვა  ადამიანებისათვის  საკუთარი  სურვიილის თავსმოხვევის შესაძლებლობა, მათი გრძნობებისა და სურვილებისგან დამოუკიდებლად. ასეთი შეხედულება არასწორია. ძალაუფლება და გავლენა დღეს ერთნაირად არის დამოკიდებული მენეჯერის  უნარზე,  სიტუაციაზე  და  იმ  პიროვნებაზე, რომლის მიმართაც გავლენის  მოხდენის  სურვილი  ჩნდება.  რეალურად  არ არსებოსბ აბსოლუტური ძალაუფლება.  არავის  ძალუძს  სხვა  ადამიანებზე  მოახდინოს  გავლენა  ნებისმიერ  სიტუაციაში  და  ნებისმიერი   ფორმით.  .ი.  გავლენა და ძალაუფლება იერარქიით არ განისაზღვრება.

მენეჯერთა ძალაუფლებას მუშაკებზე განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ისინი მასზე დამოკიდებულნი არიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ხელფასის მომატება, სამსახურში დაწინაურება, უფლებამოსილებათა გაფართოება, სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და სხვა. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ხელმძღვანელობაზე მუშაკების გავლენას. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების, სხვა ქვედანაყოფების თანამშრომლებთან არაფორმალური კონტაქტების დამყარების, დავალებების

 

შესრულების უნარის გამოვლენის, კოლეგებზე ზემოქმედების მოხდენის პროცესში. ხელქვეითთა ძალაუფლების  არსებობას  ორგანიზაციებში  (ფირმებში)  ადასტურებს ბევრი გამოკვლევა. მაგალითად, ერთ-ერთი გამოკვლევით დადგინდა ექიმთა დამოკიდებულება დამხმარე პერსონალზე

ხელმძღვანელობამ უნდა  გაიცნობიეროს  ის  ფაქტი,  რომ  არ  შეიძლება ძალაუფლებით ცალმხრივად სარგებლობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი ხელქვეითთა მხრიდან. ამიტომ კარგი მენეჯერი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ბალანსი, რაც  უზრუნველყოფს  მიზნის  მიღწევას,  მაგრამ  არ გულისხმობს არც ხელქვეითთა დაჩაგვრას და არც დაუმორჩილებლობას იწვევს.