წარმოების გეგმა,წარმოების გეგმაში,საწარმოს ადგილმდებარეობა,საწარმოო შენობები,საწარმოო ფონდები,სამუშაო ძალა, წარმოების მართვის პოლიტიკა,საწარმოო სიმძლავრეების,ზედნადებ ხარჯებს, ზედნადები ხარჯები,კონკურენციული უპირატესობა,კონკურენტული უპირატესობა ,კლიენტების ნაკადი,კლიენტთა ნაკადი,საწარმოო ციკლის ,გრაფიკული,სეზონური მერყეობა, სეზონურ მერყეობას,გეოგრაფიული მდებარეობა,გეოგრაფიული მდებარეობის,შრომითი რესურსები,შრომით რესურსებს,ხელფასის დონეების,სატრანსპორტო ხარჯები,ენერგეტიკული რესურსების განვითარება,სამრეწველო,სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება,საწარმოო სიმძლავრეები,ადმინისტრაციული შენობების,სპეციალური მოწყობილობების,საწყობების, მექანიზმების,შეძენილი სიმძლავრეები, მომარაგების სტრატეგია, დანახარჯების, სახელმწიფო რეგულირება, სამართლებრივი რეგულირება,აქტი,ლიცენზიების,
წარმოების გეგმა
წარმოების გეგმაში აუცილებელია ჩართოთ ისეთი მონაცემები, როგორიც არის საწარმოს ადგილმდებარეობა, საჭირო საწარმოო მოწყობილობების სახეობა, საჭირო საწარმოო შენობები, მოთხოვნა ძირითად საწარმოო ფონდებზე და სამუშაო ძალაზე (როგორც მუდმივ ისე დროებით სამუშაო ძალაზე). დამმუშავებელ მრეწველობაში ბიზნესისათვის ამ გეგმაში ჩართეთ მარაგების შექმნის, წარმოების მართვის პოლიტიკა. განსაზღვრეთ რა სახის მაკომპლექტებელ დეტალებს აწარმოებთ საკუთარ საწარმოში და რამდენს ყიდულობთ გარედან. სერვისში ბიზნესი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას ადგილმდებარეობის მიმართ (კლიენტებთან სიახლოვე საერთოდ იქცევა მთავარ მოთხოვნად). საწარმოს კარგი ადგილმდებარეობა ამცირებს ზედნადებ ხარჯებს და შეუძლია უზრუნველყოს კონკურენციული უპირატესობა კლიენტების ნაკადის და მუშაკთა მაღალი მწარმოებლურობის სახით.
ა) საწარმოო ციკლი. წარმოადგინეთ თქვენი ბიზნესის საწარმოო ციკლის გრაფიკული აღწერა. უჩვენეთ როგორ გაუძღვებით, როგორ გადალახავთ საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვის სეზონურ მერყეობას. (მაგალითად, მარაგების შექმნის და მათი პიკის პერიოდებში გამოყენების ხარჯზე).
ბ) გეოგრაფიული მდებარეობა. აღწერეთ და გააანალიზეთ თქვენი საწარმოს განლაგების გათვალისწინებული გეოგრაფიული მდებარეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ანალიზი აწარმოეთ ისეთი ფაქტორების თვალსაზრისით, როგორიცაა შრომითი რესურსები (მათი მოზიდვის შესაძლებლობების, კვალიფიკაციის, პროფკავშირებში გაერთიანების ალბათობის პროცენტის ჩათვლით), აგრეთვე ცხოვრების დონის ადგილობრივი სტანდარტების და მასთან დაკავშირებული ხელფასის დონეების ჩათვლით (კლიენტებთან ან მომწოდებლებთან სიახლოვე, სატრანსპორტო ხარჯები, სახემლწიფო და ადგილობრივი გადასახადები და კანონები (რეგიონალური რეგულირების ჩათვლით),ენერგეტიკული რესურსების განვითარება, სამრეწველო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.
გ) საწარმოო სიმძლავრეები და მათი განვითარება. უკვე არსებული ბიზნესისათვის აღწერეთ საწარმოო სიმძლავრეები საწარმოო და ადმინისტრაციული შენობების, საწყობებისა და მოედნების, სპეციალური მოწყობილობების, მექანიზმების და ფირმაში არსებული სხვა საწარმოო ფონდების ჩათვლით. გააანალიზეთ საკმარისია
თუ არა ეს ფონდები ახლად შესაქმნელი საწარმოსათვის, უჩვენეთ როგორ და როდის იქნება შეძენილი სიმძლავრეები, რაც აუცილებელია წარმოების დასაწყებად. აღნიშნეთ განზრახული გაქვთ თუ არა იყიდოთ ან იჯარით აიღოთ მოწყობილობები და შენობები (ახლები თუ ხმარებაში მყოფი), რამდენი ეღირება იგი, როდის გაქვთ განსაზღვრული ეს გააკეთოთ და დასავლეთელი პარტნიორისაგან მიღებული მოწყობილობის რა წილი წავა ამ მიზნისათვის. უჩვენეთ თქვენი მოთხოვნილება მოწყობილობაზე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ახსენით როგორ და როდის გეგმავთ შემდგომ სამ წელიწადში გააფართოოთ შენობები და გაზარდოთ მოწყობილობის რაოდენობა, გაყიდვების მოცულობების გასაზრდელად. ყველაფერი ეს რამდენი ეღირება.
დ) მომარაგების სტრატეგია და საწარმოო გეგმა. აღწერეთ თქვენი საწარმოო პროცესი და თქვენი გადაწყვეტილებები სუბკონტრაქტების შესახებ მაკომპლექტებელ მოწყობილობაზე და კომპონენტებზე. დაამოწმეთ ამ გადაწყვეტილებების სისწორე მარაგების შენახვაზე ხარჯების, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის, პროდუქციის პარტიის სიდიდის და სხვათა თვალსაზრისით. უჩვენეთ ყველაზე ნაღდი სუბშეკვეთები და მომწოდებლები და დაახასიათეთ მათი საიმედობა.
მოამზადეთ საწარმოო გეგმები დანახარჯების წარმოე-ბის მოცულობასთან დამოკიდებულების ინფორმაციით. აღწერეთ თქვენი მიდგომა ხარისხის კონტროლის მიმართ, წარმოების და მარაგების მართვის მიმართ; განმარტეთ ხარისხის კონტროლის სისტემა და ინსპექციური პროცედურები როგორ გავლენას მოახდენენ პროდუქციის ხარისხზე, წუნის შემცირებაზე.
ე) სახელმწიფო და სამართლებრივი რეგულირება. უჩვენეთ ნებისმიერი სახელმწიფო, ადგილობრივი ან საზღვარგარეთული აქტი, რაც კი ეხება თქვენ ბიზნესს კანონების, ლიცენზიების, აკრძალულ ზონებში გაშვების რეჟიმის, ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში რეგისტრაციის მოთხოვნების და ა. შ. ჩათვ- ლით. აღნიშნეთ ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელსაც კი შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენი საწარმოს გახსნისა და ფუნქციონირების ვადებზე და ხასიათზე.
წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007