ხინკალი სამყაროა შენს გარშემო
ხინკალი,როგორც კულტურა და როგორც სრულყოფილების ეტალონი. ჩემს წარმოსახვაში შეუძებელია ვიპოვო რამე უფრო იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული როგორც ხინკალი. ამ იდეალიზმის სათავე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში უნდა ვეძებოთ. ზოგისთვის ფშავი, ზოგისთის ხევსურეთი და ასე შემდეგ. ყველას უნდა ამ საღვთო ქმნილების საკუთარ სახელთან დაკავშირება.
ხინკლის იდეალურობას რომ დავუბრინდეთ, ეს ერთი მიმართულების დამსახურებაა სულაც არაა. ამ იდეალურ მატერიას ქმნის ზუსტად შეზავებული ხორცი, მლაშე წყალი და ცომი. მათი სიყვარულის ნაყოფად კი შეგვიძლია, სრულყოფილების თხევადი ნაწილი–”ხინკლის წვენი” აღვიქვათ. ადამიანურ, ცივ სამყაროში კი ყველაფერი გვაქვს, გარდა სწორი გაზავებისა, “ხორცის სწორი სუნელებით შეკმაზვისა”, შესაბამისად ნაყოფი სრულყოფილი, იდეალური აღარ არის. ეს ხორცი კი მე ვარ. შენს შემთხვევაში შენ. და მანამ სანამ საკუთარ თავს სწორ ფასს, არჩევანს, ხედვას და მრავალ სხვა რაღაცას, რომელიც სუნელის როლს ასრულებს არ მიანიჭებ, ვერასდროს იქნები ხინკლის ხორცივით იდეალური და შესაბამისად ვერც ხინკალი– ანუ სამყარო შენს გარშემო, ვერასდროს გახდება სრულყოფილი.
წყარო : https://aihcrad.blogspot.com/2018/03/blog-post_26.html