არითმია

გული საკუთარი ფუნქციის (ორგანიზმის სისხლით მომარაგება) შესასრულებლად რეგულარულად იკუმშება და დუნდება და ამ გზით გადაისვრის სისხლს მთელს სხეულში. მდგომარეობას, როდესაც გული ვეღარ ახდენს მონაცვლეობით შეკუმშვა-მოდუნებას ანუ არ ცემს რეგულარულად, ეწოდება გულის რითმის დარღვევა, იგივე არითმია.

არითმია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ანუ გამოვლინდეს მხოლოდ სამედიცინო შემოწმებისას ან ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა:

  • გულის ფრიალი
  • აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია)
  • შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია)
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • გულის წასვლა

მისი გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის:

  • მწვავე ან უკვე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
  • კარდიომიოპათია
  • გულის მკვებავი არტერიების დახშობა (კორონარული არტერიების დაავადება)
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოზი)
  • ფარისერი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
  • მწეველობა
  • ალკოჰოლიზმი
  • კოფეინის ჭარბი რაოდენობით მიღება
  • ნარკომანია
  • სტრესი

არითმიამ შეიძლება გაზარდოს ისეთი მძიმე დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ინსულტი და გულის უკმარისობა.

დიაგნოზის დასმისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი კვლევის მეთოდები:

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
  • ექოკარდიოგრაფია
  • ჰოლტერის მონიტორი (ეკგ 24 საათიანი მონიტორინგი)
  • დატვირთვის სტრეს-ტესტი

მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ასევე კარდიოქირურგიულ პროცედურებსა და მანიპულაციებს.

http://www.allmedic.ge/adamianissimptomi/21/ariTmia/