გასტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. ბავშვებში გასტრიტი დამახასიათებელია ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პროცესში (5-6, 9-12 წლის ასაკში).
გასტრიტის სახეობები:
- ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება);
- ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);
- ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება);
- ფლეგმანოზური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა).
მიზეზები
დაავდება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების შედეგად (კონკრეტულად ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების შედეგად ). მწვავე გასტრიტის მიზეზებია:
- საკვებ-ტოქსიკური ინფექციები (სალმონელეზები);
- ძღომამდე ჭამა;
- მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მავნე გამოყენება;
- ლორწოვანი გარსის მედიკამენტებით გაღიზიანება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
- საკვები ალერგია;
- სტრესი, გადაღლა, ქრონიკული უძილობა.
ქრონიკული გასტრიტის მიზეზებია:
- მწვავე გასტრიტის მკურნალობის არ არსებობა;
- კვების რეჟიმის ხანგრძლივი დროით დარღვევა;
- მწარე და უხეში საკვების მიღება;
- ცუდი ღეჭვა;
- მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
- მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს;
- ბოყინი;
- გულის რევა;
- ღებინება;
- მეტეორიზმი;
- წონის სწრაფი დაკლება.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენას ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
- კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას (კუჭის დათვალიერება გასტროსკოპით);
- კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას;
- კუჭის სეკრეციის გამოკვლევას;
- სისხლის კლინიკურ ანალიზს;
- მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
- სპეციალური დიეტის დაცვას;
- წამლებს, რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავას ნორმალიზებას;
- პრეპარატებს, რომელბიც აღადგენენ კუჭის ლორწოვან გარსს;
- ანტიბაქტერიალურ თერაპიას.
დიეტა
დიეტა №1 გასტრიტის დროს გამორიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
- პური;
- ნახარშები;
- მარცვლოვან-ბურღულეული და ფაფები;
- ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს;
- კონსერვებს;
- რძემჟავა პროდუქტებს;
- გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს;
- შოკოლადს, ნაყინს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა საქმე მივიდეს ისეთ გართულებებამდე, როგორიცაა:
- კუჭში სისხლდენა;
- კუჭის წყლული .
ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
- რაციონალური კვების დაცვა;
- მოწევაზე და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა;
- მუცლის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა;
- წელიწადში ორჯერ ექიმ-გასტროენტეროლოგთან გეგმიური გამოკვლევის ჩატარება.
https://tsamali.ge/daavadeba/gastriti/93