კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დაქვეითებაა. გარდა სხვადასხვა კრემებისა და სამკურნალო ნიღბების რეგულარული გამოყენებისა, აუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს სხვადასხვა სამკურნალო–კოსმეტიკური პროცედურა. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, კანის მოვლის და განახლების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ ქიმიური პილინგი.
რა არის ქიმიური პილინგი
ქიმიური პილინგი სწრაფი და ეფექტური პროცედურაა, რომელიც სახისა და ყელის კანის გაახალგაზრდავების და განახლებისათვის გამოიყენება. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია მკლავების უკანა ნაწილებსა და ზურზეც. პროცედურის ჩატარება შეულძია პრაქტიკულად ყველა ადამიანს, ვისაც სურს კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, ნაოჭების გასწორება ან მზის ზემოქმედებით დაზიანებული კანის მკურნალობა. პროცედურის დროს გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებებისგან შემდგარი ხსნარი, ხშირად გლიკოლის მჟავა და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთიდან 1 საათამდეა. კანის თვითგენერეაცია თვალსაჩინო ხდება პროცედურის დასრულებისთანავე. დაზიანებული კანის სიღრმის, აგრეთვე, შერჩეული კონცენტრაციისა და პროცედურის განგრძლივობის მიხედვით, ქიმიური პილინგი სამ კატეგორიად იყოფა: მსუბუქი, საშუალო და ღრმა.
გლიკოლის მჟავა ქიმიური პილინგის დროს ექიმ–დერმატოლოგს პაციენტის კანზე დააქვს სხვადასხვა კონცენტრაციის (15%, 40% და 70%) გლიკოლის მჟავა (შაქრის ლერწმისგან მიღებული ბიოლოგიური ნივთიერება). შერჩეული კონცენტრაციიდან და ხსნარის დატანის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პილინგი შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და ღრმა. პილინგის ამ ფორმას მყისიერი ეფექტი გააჩნია. გლიკოლის მჟავა კანის ზედა შრის დაშლას იწვევს. შემდეგ ხდება მისი მოცილება, ხოლო ქვედა შრე სწრაფად გენერირდება. ამის გამო, კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.პროცედურის დროს თანაბრად ხდება ხსნარის წასმა იმ ზონებზე, რომელთა მკურნალობაც იგეგმება. რამდენიმე წუთში ხორციელდება ნეიტრალიზებული ნივთიერების კანიდან ჩამოწმენდა. სასურველი შედეგის მისაღწევად, როგორც წესი, საიჭროა 4–6 პროცედურა, რაც კანის ტიპზეა დამოკიდეული. შესაძლებელია მისი კომბინირება სხვა პროცედურებთან, როგორიცაა სახის დაჭიმვა.
ხართ თუ არა სათანადო კანდიდატი ქიმიური პილინგისთვის?
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ქიმიური პილინგი თქვენი კანის მკურნალობისთვის კარგი არჩევანია, დარწმუნდით იმაში, რომ ფლობთ სრულ ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის, სავარაუდო შედეგებისა და შემდგომი მოვლის თაობაზე. უნდა იცოდეთ, რომ ქიმიურ პილინგი ვერ შეცვლის ნებისმიერ ქირურგიულ მკურნალობას, როგორიცაა, მაგალითად, დერმაბრაზია. მიუხედავად ამისა, მას შეულძია თქვენი გარეგნობის გაუმჯობესება და გაახაგალზრდავება. თუ თქვენი მოლოდინები რეალისტურია, თქვენ ამ პროცედურისთვის სათანადო კანდიდატი ხართ.
პროცედურის დაწყებამდე
პროცედურის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. თუ თქვენ გაქვთ ღრმა აკნეს ან ღრმა ნაოჭების პრობლემა, შესაძლოა, ექიმმა სხვა სახის პროცედურა გირჩიოთ. თქვენი კანის პრობლემისა და კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა გირჩიოთ გლიკოლის მჟავის დაბალი შემცველობის მქონე სპეციალური კრემები გამოყენება. აუცილებელია, აგრეთვე, უთხრათ ექიმს თუ გაქვთ რაიმე სახის ალერგია.
ანესთეზია
პროცედურა უმტკივნეულოა და ანესთეზიას არ საჭიროებს. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა, იგძნოთ მსუბუქი ჩხვლეტა.
მკურნალობის შედეგები
პროცედურის შედეგად ხდება კანის შრეების კოლაგენისა და ელასტინის განახლება. სწორდება წვრილი ნაოჭები, უფერულდება პიგმენტური ლაქები, ვიწროვდება ან ქრება ფორები, კანი ხდება გლუვი და ელასტიური.