ციგუნი

ციგუნი – ორგანიზმის თვითრეგულაციის უძველესი ჩინური ხელოვნებაა, ტრადიციული გამაჯანსაღებელი სისტემა, საბრძოლო ხელოვნებათა შინაგანი სტილების საფუძველი. შედგენილია კუნთური აქტივობის, სუნთქვის და ცნობიერების მდგომარეობის შეთანხმების გამოყენების ტექნოლოგიებზე და ფილოსოფიური კონცეფციების კომპლექსზე. პოსტულირებას უკეთებს გაგებას ცი – სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც განიხილება როგორც საფუძველი ადამიანის ორგანიზმის არსებობისა და ასწავლის ამ ენერგიის კონტროლს.

არსებობს ციგუნის მრავალი ფორმა, რომლებიც წარმოიშობოდა სხვადასხვა ურთიერთობებისგან ჩინურ საზოგადოებაში. ტრადიციულ ჩინურ ყოფით საზოგადოებაში სამედიცინო ციგუნი გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებისთვის. ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა საზოგადოებაში ციგუნი ითვლება მომზადების მთავარ კომპონენტად, საბრძოლო შესაძლებლობების გამაძლიერებლად. რელიგიური საზოგადოებანი, მათ შორის დაოსური და ბუდისტური ტრადიციები, გამოიყენებენ ციგუნს, როგორც მედიტატიური ვარჯიშების ნაწილს. კონფუციანობის მიმდევრები გამოიყენებენ ციგუნს მორალური თვისებების გაუმჯობესებისთვის.

ციგუნის ვარჯიშები შეიცავენ სწავლების ოთხ სახეობას: დინამიკური, სტატიკური, მედიტატიური და ქმედებათა ნაირსახეობები, რომლებიც მოითხოვენ გარე საშუალებებს. დინამიკური მომზადება შეიცავს სპეციალურ მოძრაობებს და ვრცელდება ვარჯიშებზე, ისეთზე, მაგალითად, როგორიცაა ტაიციცუანი.

უძველესი დროიდან ციგუნი გახდა ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილი. არსებობდა ციგუნის მრავალი სხვადასხვა სკოლა: კლანური, ოჯახური, მონასტრული.

საბრძოლო ციგუნი

ციგუნის პრაქტიკა არის ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა განუყოფელი ნაწილი. ითვლება საბრძოლო ხელოვნებათა შინაგანი სტილების შესწავლის ძალის წყაროდ, ასევე თეორიულ ბაზად და პრაქტიკულ მეთოდად.

სამედიცინო ციგუნი

ციგუნის ეს სახეობა შექმნილია ძირითადად მკურნალთა მიერ. შემუშავებული იყო სპეციალური ვარჯიშები ცის (ენერგიის) ცირკულირების გასაუმჯობესებლად კონკრეტულ არხებში (მერიდიანებში) დაავადების განსაკურნად. სამედიცინო ციგუნი ისახავს მიზნად გაჯანსაღებას, ავადმყოფობის პროფილაქტიკას და დაავადების მკურნალობას. სამედიცინო ციგუნს ეკუთნის მრავალი პრაქტიკა, ერთერთი მათგანია სინ შენ ჩჟუანი. სინ შენ ჩჟუანი – ეს ვარჯიშების სისტემაა, ანუ, როგორც მას უძახიან, ციგუნის დაწყებითი დონის ფორმა. ის წარმოადგენს გამაჯანსაღებელ ვარჯიშს, რომელიც ზემოქმედებს სახსრებზე სწორად მოდუნების მეშვეობით.

კონფუციანური ციგუნი

კონფუციანური ციგუნის ძირითად მიზანს წარმოადგენს “სხეულის რესტავრაცია და ცის ენერგიის გამოღვიძება”. ციგუნის კონფუციანური სკოლები ეყრდნობოდნენ სოციალურ – მეცნიერულ სრულყოფილებას. ისინი ციგუნის მიზნად თვლიდნენ ადამიანის ორგანიზმის ფუნქციების განვითარებას, “გულის შენარჩუნებას და ადამიანის ბუნების აღზრდას დიდი ცის კვებით”. ძირითად მეთოდებად ითვლებოდა “გულის დამშვიდება” და “ღამის ცის შენარჩუნება”. კონფუციანური სისტემის არსი მდგომარეობდა შემდეგში: “თუ გული არ ივიწყებს, მაშინ არ იზრდება გულის ჟანგვა”. 

ფილოსოფიური ციგუნი ან ციგუნი ბრძენთათვის

აქ შედის კონფუციანური და დაოსური ციგუნი. ციგუნის ამ სახეობის მიმართულებები მუშავდებოდა მეცნიერ – ფილოსოფოსების მიერ, ხოლო მათი მთავარი ამოცანა – არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხარდაჭერა იყო. ისინი საყრდენს იკეთებენ კონფუციანურ ციგუნზე, განათლებაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე და საკუთარი ინტელექტუალური უნარების შენარჩუნებაზე ღრმა მოხუცებულობამდე.