ჰაერი სახლში

როგორც წესი, დამცავ ნიღაბს ვიყენებთ ქუჩაში იმისთვის, რომ თავი დავიცვათ გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან.

მხოლოდ შენობაშია შესაძლებელი, თავისუფლად ვისუნთქოთ და არ ვწუხდეთ დაბინძურებულ ჰაერზე. მაგრამ ეს სულაც არაა ასე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება შენობაში არის ის ფაქტორი, რომელიც წელიწადში 3, 8 მილიონ ადამიანს კლავს!!!

ამ დაბინძურების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. აი, რამოდენიმე მათგანი:

1) სიგარეტის კვამლი და ასევე, ანაორთქლი, რომელიც წარმოიქმნება ნავთის წვის შედეგად.

2) ჭარბი ტენიანობა.

იქ, სადაც ტენი გროვდება, წარმოიქმნება ობი და მტვრის ტკიპები, რასთან კონტაქტმაც ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ასთმა ან ალერგია.

3) გაზქურები და გაზის ხელსაწყოები.

გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება სათანადო ვენტილაციის არარსებობის გამო მთელ შენობაში ვრცელდება. შენობაში არსებულმა ნახშირბადის მონოქსიდის მაღალმა დონემ კი ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

4) აქროლადი ორგანული ნაერთები

აქროლადი ორგანული ნაერთები – ეს არის ქიმიური ნაერთების ჯგუფი . მათ გამოყოფს წებო, საღებავი, ხის ნივთები, ფანერა და ლამინირებული მერქან– ბურბუშელოვანი ფილა (დსპ)-გან დამზადებული ნაკეთობები, ჰაერის გამწმენდი აეროზოლები, კოსმეტიკა და ჰიგიენის საშუალებები, საწვავი ნავთობი, ბენზინი და ასე შემდეგ.

კვლევებმა აჩვენა, რომ შენობებში აქროლადი ორგანული ნაერთების დონე 2-5–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქუჩაში.

როგორ გავასუფთაოთ ჰაერი შენობაში, სახლში? აი, რამდენიმე რჩევა:

1) გამოიყენეთ მცენარეები, რომლებიც ჰაერსწმენდენფორმალდეჰიდებისგან და აქროლადი ორგანული ნაერთებისგან.

НАСА-სკვლევების თანახმად, ასეთი მცენარე სულ ჩვიდმეტია: რობელენის ფიკის პალმა, ქლოროფიტოზი, ოქროსფერი ეპიპრემნუმი, ლირიოპე და სხვანი. მორთეთ ამ მცენარეებით თქვენი საძინებელი და სახლის სხვა ოთახები.

2) არ მოსწიოთ სიგარეტი შენობაში.

ბოლო მონაცემების თანახმად, 1964 წლიდან დაახლოებით 2 500 000 არამწეველი ადამიანი გარდაიცვალა იმ პრობლემების გამო, რომლებიც გამოწვეული იყო პასიური მოწევისგან.

3) აირჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

ყურადღებით მიუდექით კვების პროდუქტების არჩევანს. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ეცადეთ აირჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

4) სახლი შეამოწმეთ ობის არსებობაზე.

მოიწვიეთ სპეციალისტი, რომელიც შეძლებს საფუძვლიანად შეამოწმოს, არის თუ არა თქვენს სახლში სოკო და ობი. თავადაც ყურადღებით შეათვალიერეთ ჭერი, მილები, ონკანები და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც ყველაზე ხშირად ექვემდებარებიან ტენიანობას.

არ დაგავიწყდეთ აბაზანის ხშირი განიავება, რისთვისაც ღია დატოვეთ კარი ან ფანჯარა.

5) რეგულარულად დაასუფთავეთ სახლი.