კორონავირუსი ჩინეთში ახალი გამოჩენილი იყო, როცა პაციენტებს ამ სამი სიმპტომიდან მინიმუმ ერთი მაინც აღენიშნებოდათ: სიცხე, მშრალი ხველა და სუნთქვის უკმარისობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები რეალურ სურათს არასრულად გამოხატავდა. ეტაპობრივად ვირუსის გავრცელებამ პანდემიურ მასშტაბებს მიაღწია და ექიმებსაც საშუალება მიეცათ, დაავადების თანმდევ კლინიკურ სიმპტომებს უკეთ დაკვირვებოდნენ.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის სიმპტომების სია ახლახანს განაახლა. ყველაზე ბოლოს ამ ჩამონათვალს ზოგადი საერთო სისუსტე, დიარეა, ცხვირის სისველე/გაჭედვა, გულისრევა და ღებინება დაემატა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვირუსი გულს, თირკმლებს, ღვიძლს და ნაწლავებს აზიანებს. ამგვარად, დაავადების მიმდინარეობა, შესაძლოა, გულის ან თირკმლის უკმარისობით გართულდეს.
ჩვეულებრივ, ინფიცირებულებს ეს სიმპტომები ორი დღიდან ორ კვირამდე პერიოდში შეიძლება გამოუვლინდეთ:
- სიცხე და კანკალი
- ხველა
- სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება
- ზოგადი საერთო სისუსტე
- კუნთების ტკივილი
- თავის ტკივილი
- ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა
- ყელის ტკივილი
- ცხვირის სისველე/გაჭედვა
- გულისრევა ან პირღებინება
- დიარეა
ფოტო: U.S. Navy / Barry Riley / Reuters
1. ყველაზე ხშირი სიმპტომი სხეულის ტემპერატურის მატებაა
2. მეორე ყველაზე ხშირი სიმპტომი მშრალი ან სველი ხველაა
3. WHO-ს მონაცემებით, დაღლილობა, შესაძლოა, სუნთქვის გაძნელებაზე უფრო ხშირად გამოვლენილი სიმპტომი იყოს
4. პაციენტთა 20%-ს სუნთქვის უკმარისობა უვითარდება, რაც, ექიმთა აზრით, განსაკუთრებით ყურადსაღები სიმპტომია
5. პაციენტები რესპირატორულ ჩივილებს შორის მსტვინავი ხასიათის სუნთქვას და გულმკერდის ტკივილს ასახელებენ
6. კანის ან ტუჩების სილურჯე დაავადების არც ისე ხშირ სიმპტომებს შორის არის. თუმცა იგი შეიძლება დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მიუთითებდეს, რადგანაც ეს ჩივილი ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის ნიშანია
7. WHO-ს მონაცემთა მიხედვით, პაციენტთა 15%-ს კუნთების ტკივილი ეწყება
8. WHO-ს მონაცემთა მიხედვით, ყელის და თავის ტკივილი პაციენტთა 14%-ს გამოუვლინდება
9. CDC-მ კანკალი COVID-19-ის სიმპტომების სიაში შეიყვანა
10. კოროანვირუსთან ისეთი ნევროლოგიური ჩივილებია დაკავშირებული, როგორიცაა თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა და დელირიუმი
11. გემოს ან ყნოსვის უნარის დაკარგვა, შესაძლოა, სხვა სიმპტომებისგან დამოუკიდებლადაც გამოვლინდეს
12. შეიძლება, ვირუსმა სისხლის თრომბების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი
ფოტო: Shutterstock
13. ორგანიზმში თრომბების ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, ინსულტის შემთხვევების მატება გამოიწვიოს
14. ორგანიზმში წარმოქმნილ სისხლის კოლტებს თირკმლებისა და გულის დაზიანებაც შეუძლიათ.
15. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შეიძლება თირკმლის უკმარისობა განუვითარდეთ
16. კორონავირუსით ინფიცირების ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს გასტროინტესტინური სიმპტომები: დიარეა, გულისრევა და
17. WHO-ს ინფორმაციით, ცხვირის გაჭედვა იშვიათ სიმპტომთა რიგშია
18. დერმატოლოგებმა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში იასამნისფერი, შესიებული ფეხის თითები აღწერეს
ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციამ აპრილის თვიდან კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებში გამოვლენილი დერმატოლოგიური პრობლემების აღნუსხვა დაიწყო. როგორ აღმოჩნდა, პაციენტთა უმრავლესობა ხელებსა და ფეხებზე კანის დაზიანებას უჩიოდა. გავრცელებული მოსაზრებით, ეს, შესაძლოა, ზოგადი ან სისხლძარღვთა კედელში მიმდინარე ანთებითი პროცესისგან იყოს გამოწვეული. ასევე სავარაუდოა, რომ ქვედა კიდურებზე ფეხის თითების შესიებისა და ფერის შეცვლის მიზეზი კანის სისხლძარღვოვან ქსელში თრომბების ჩამოყალიბებაც იყოს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩივილები შედარებით ახალგაზრდა, ჯანმრთელ ინდივიდებში გვხვდება, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ერთეული ან სულაც არცერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში –შემდეგი ჯგუფი.