გულის დაავადება

გულის დაავადება ამერიკაში ადამიანთა სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე რჩება. თუ კი თქვენი ოჯახური ისტორია ამ დაავადებით გამოირჩევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულის დაავადება თუ გულის შეტევა თქვენც ყოველ მიზეზ გარეშე დაგემართოთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიშები, დაბალქოლესტერინის შემცველი წამლები და სიცოცხლის შემნარჩუნებელი ოპერაციები შეამცირებს თქვენს რისკებს გაგივითარდეთ ან უარეს შემთხვევაში გარდაიცვალოთ გულის დაავადებით.

რამდენად განაპირობებს სტრესი გულის დაავადების წარმოქმნას.

სტრესი ანთებას იწვევს. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტრესი, დაძაბული სამუშაო და საყოველთაო დემორალიზაცია გულის დაავადების დიდ რისკს წარმოშობს თუმცა კი ურთიერთობები ნაკლებად მიზეზობრივია, ვიდრე ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები, მაგალითად მოწევა.

სტრესი, კორტიზოლის, “სტრესის ჰორმონის” გაზრდას იწვევს, რაც სისხლში შაქრის შემცველობასა და წნევის მატებას განაპირობებს. კორტიზოლის ჭარბი წარმოება, შესაძლოა სექსუალურად აღგზნებულად ყოფნის მდგომარეობის მუდმივი თანმდევი გახდეს, რაც საბოლოოდ გულის შეტევით სრულდება.

სტრესს ვერ გამოვრიცხავთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლოა იოგის ვარჯიშებით მასთან ეფექტური ბრძოლა.

რა დოზით უნდა აკეთოთ ვარჯიშები გულის დაავადებისაგან თავის დასაცავად?

ძველი შეხედულებით, ძლიერი დატვირთვა და ვარჯიშები იმ ადამიანებისათვის ვინც გულის დაავადებათა რისკის ქვეშ იმყოფებიან, შესაძლოა სახიფათო იყოს. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ რაც უფრო მძლავრია ვარჯიში, მით უფრო მარგებელია ის გულისთვის, თუმცა კი მოკლე 15-წუთიანი, ძალზე ენერგიული ვარჯიში შესაძლოა ისეთივე სასარგებლო იყოს, როგორც ერთი მარათონის სესია.

ატლანტას დაავადებათა კონტროლისა და დაცვის ცენტრის მკვლევართა მიხედვით, ერთი კარდიოვასკულარული სიკვდილი შესაძლოა თითოეულ 145 დიაბეტით დაავადებულ ადამიანში იყოს დაცული კვირაში მხოლოდ 2 საათიანი ფეხით სიარულით.

დევიდ კულენის ძმა, სტივი 1995 წელს 40 წლის ასაკში გულის დაავადებისაგან გარდაიცვალა. 2002 წელს მისი დანარჩენი 2 ძმაც თითო დღის დაცილებით, ასევე იგივე დაავადებით გარდაიცვალა. თავად დევიდ კულენი კი არ არის მოსალოდნელი რომ ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალოს. იგი დღეში 6-იდან 9 მილამდე დარბის და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

ვარჯიში ეხმარება სისხლძარღვებს გაფართოებაში და ხელს უწყობს სისხლის უფრო თავისუფლად მიმოქცევას. ჰარვარდის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ვინც ხშირად აკეთებს ენერგიულ გამამხნევებელ ვარჯიშებს, 20%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა რისკი. ვარჯიშების ამ კატეგორიაში შედის სირბილი თუ ნელი, ძუნძულით სირბილი, ცურვა, ტენისის თამაში თუ აერობატიკის კეთება.კვირაში 3 ან მეტი მილის ფეხით სიარული კი გულის დაავადების რისკს 10 %-ით ამცირებს.