გულის მწვავე უკმარისობა

გულის მწვავე უკმარისობა (გმუ) ტერმინია, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის (გუ) სიმპტომებისა და ნიშნების სწრაფად განვითარების, ან ცვლილების აღწერისთვის. იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებს განეკუთვნება, საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და, როგორც წესი, სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. გმუ შეიძლება, გუ-ის პირველადი გამოვლინება იყოს (de novo გმუ).

გმუ შეიძლება, გამოწვეული იყოს გულის ფუნქციის ნებისმიერი ტიპის გაუარესებით. უკვე არსებული გუ მქონე პაციენტებში გამწვავების მიზეზი, ან ხელისშემწყობი ძალიან ხშირად სავსებით ნათელია (მაგ. არითმია, ან დიურეზული თერაპიის შეწყვეტა, ან სითხით გადატვირთვა და გამოხატული ჰიპერტენზია). პროცესის „სიმწვავე“ შეიძლება, განსხვავებული იყოს, სახელდობრ, ბევრი პაციენტი აღწერს დღეების, ან კვირების განმავლობაში მიმდინარე გაუარესებას (მაგ. მზარდი ქოშინი, ან შეშუპება), მაგრამ სხვებს გუ წუთების, ან საათების განმავლობაში უვითარდებათ (მაგ. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ფონზე).

პაციენტებს, შესაძლოა, სულ სხვადასხვანაირი მდგომარეობა აღენიშნოთ, დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში ფილტვების შეშუპებით, ან კარდიოგენული შოკით, დამთავრებული, მაგალითად, პერიფერიული შეშუპებების მატებით. 5 დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჩვეულებრივ, პარალელურად მიმდინარეობს, უმთავრესად იმ პაციენტებში, რომლებიც განსაკუთრებით ცუდად არიან და, შესაბამისად, მათი მიხედვა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს. პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი კონტროლი აუცილებელია პაციენტის საწყისი გამოკვლევისა და მკურნალობის პერიოდში და ზოგიერთ მათგანს უკეთესად მართავენ ინტენსიური მოვლის/კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ან კორონარული პათოლოგიების მართვის ბლოკში.

თუმცა მკურნალობის გადაუდებელი მიზანი სიმპტომების გაუმჯობესება და პაციენტის ჰემოდინამიკური მონაცემების სტაბილიზაციაა, მაგრამ, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის ხანგრძლივი მართვაც, გაწერისშემდგომი მოვლის ჩათვლით, რათა თავიდან ავიცილოთ პროცესის შექცევადობა და გავაუმჯობესოთ პაციენტების პროგნოზი. გაწერამდე და გაწერისშემდგომი პერიოდის მართვა, შეძლებისდაგვარად, სასურველია, წინამდებარე მეთოდური რეკომენდაციების მიხედვით ხდებოდეს.

სიმპტომები და ნიშნები

1. სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება (დატვირთვაზე, ან მოსვენებისას)/ქოშინი, ადვილად დაღლა, ორთოპნოე, ხველა, წონაში მატება/კოჭების შეშუპება.
2. ნიშნები: ტაქიპნოე, ტაქიკარდია, დაბალი, ან ნორმალური არტერიული წნევა, საუღლე ვენებში მომატებული წნევა, გულის მესამე/მეოთხე ტონი, ხიხინი, შეშუპება.

3. კარდიოვასკულური პროფილი: ხანშიშესული ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, თამბაქოს მოწევა, დისლიპიდემია, ოჯახური ანამნეზი, კარდიოვასკულური ანამნეზი.

4. ხელისშემწყობი ფაქტორები: მიოკარდიუმის იშემია, რითმის მოშლა, მედიკამენტები – (NSAID – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, უარყოფითი ინოტროპული ეფექტის მქონე აგენტები), ინფექცია, დაუჯერებლობა.

5. დიფერენციული დიაგნოსტიკა: ფილტვის პათოლოგიის გამწვავება, პნევმონია, ფილტვის ემბოლია, პნევმოთორაქსი, ფილტვის მწვავე დაზიანება, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, (მწვავე) ანემია, ჰიპერვენტილაცია (აციდოზი), სეფსისი/სეპტიური შოკი, რედისტრიბუციული/ჰიპოვოლემიური შოკი.

6. ალბათობა: რისკის გამომთვლელი შკალები მაღალი სპეციფიურობით, მაგრამ ზომიერი მგრძნობელობით გამოირჩევიან. მოიცავენ რისკის გამსაზღვრელ ფაქტორებს, როგორიცაა ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის, ან მისი N-ტერმინული პრო-ფორმის (BNP/NT-pro-BNP) შემცველობის მატება, ინტერსტიციული შეშუპება რენტგენოგრაფიულად, ორთოპნოე, ცხელების უქონლობა, დიურეტიკების საჭიროება, ასაკი > 75 წელზე, ხიხინი ფილტვებში.

გულის მწვავე უკმარისობის უხშირესი მიზეზები:  კორონარული არტერიების დაავადება;·  პლევრაში გამონაჟონი;·  ჰიპერტენზია;·  კარდიომიოპათია (თანდაყოლილი, შეძენილი);·  გულის სარქვლოვანი დაავადება;·  მოცულობითი გადატვირთვა (თირკმლისმიერი, იატროგენული);·  პერი-/ენდოკარდიუმის პათოლოგიები;·  გულის თანდაყოლილი დაავადებები;· 6  არითმია (ტაქი-, ბრადი-);·  გამტარებლობის დარღვევა (ბლოკადები);·  ნევროლოგიური პათოლოგიები;·  სიმსივნე;·  ემოციური დარღვევები.·  პაციენტების საწყისი გამოკვლევა და დაკვირვებაv პაციენტის საწყისი გამოკვლევისას სასურველია, სამი მდგომარეობის ერთდროული შეფასება მოხდეს, „სავარაუდოდ გულის უკმარისობის მქონე პაციენტის საწყისი გამოკვლევის“ სქემით (იხ. დანართი 1). 1. აქვს თუ არა პაციენტს გულის უკმარისობა, თუ გამოვლენილი სიმპტომებისა და ნიშნების ალტერნატიული მიზეზი არსებობს (მაგ. ფილტვის ქრონიკული დაავადება, ანემია, თირკმლის უკმარისობა, თუ ფილტვის არტერიის ემბოლია)? 2. თუ პაციენტს ნამდვილად აღენიშნება გუ, არსებობს თუ არა გამომწვევი მიზეზი და საჭიროებს თუ არა იგი გადაუდებელ