გულმკერდის ქირურგია

აჯიბადემის ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის თორაკალური ქირურგიის განყოფილება  (ACIBADEM Healthcare Group Thoracic Surgery Division) უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების და სამკურნალო მეთოდების გამოყენებით, ახორციელებს ზრდასრული პაციენტებისა და ბავშვების სრულყოფილ მომსახურებას მთელი მსოფლიოდან.

თორაკალური ქირურგიის განყოფილება ახორციელებს გულმკერდის კომპლექსური პრობლემების დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ქირურგიულ ჩარევას, მათ შორის ფილტვებსა და საყლაპავზე. აჯიბადემის თორაკალური ქირურგები მუშაობენ მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად, რომელშიც ასევე შედის ონკოლოგი და რადიოლოგი.

ზოგიერთი პროცედურა/ოპერაცია, რომელიც ჩვენს საავადმყოფოებში ყველაზე ხშირად ტარდება:

  1. ფილტვებიფილტვის რეზექცია, რეკონსტრუქცია, მთლიანობის აღდგენა და ბიოფსია.
  2. გულმკერდის კედელი: ნეოპლაზმების რეზექცია და რეკონსტრუქცია, თორაკოპლასტიკა, „მეწაღის გულმკერდის“ (pectus excavatum), „ქათმის მკერდის“ (pectus carinatum) და გულმკერდის კედლის სხვა დეფორმაციათა გასწორება, ასევე გულმკერდის ტრავმული არასტაბილურობის მართვა.
  3. სასუნთქი გზები: სიმსივნის, ტრავმის შედეგად დაზიანებული ტრაქეის და ბრონქების რეზექცია, რეკონსტრუქცია და მთლიანობის აღდგენა. სუნთქვისთვის აუცილებელი ოპერაციები, როგორიცაა ტრაქეოსტომია, ტრაქეის ინტუბაცია და ენდოლუმინალური პროცედურები.
  4. დიაფრაგმადიაფრაგმის რეზექციის, რეკონსტრუქციის და მთლიანობის აღდგენის ოპერაციები.
  5. შუასაყარი (mediastinum): სიმსივნის ბიოფსია და რეზექცია, ინფექციური კერების დრენაჟი, მედიასტინური ლიმფადენექტომია, მედიასტინოტომია და მედიასტინოსკოპია.
  6. პერიკარდიუმიპერიკარდიუმის რეზექცია, რეკონსტრუქცია და დრენაჟი.
  7. ენდოსკოპიატრაქეობრონქული ხის და საყლაპავის ენდოსკოპიური პროცედურები დრეკადი და რიგიდური აპარატებით და ინსტრუმენტებით.  
  8. ლიმფური კვანძებიკისრის, შუასაყარის და იღლიის კვანძების ბიოფსიის ოპერაციები.
  9. ჰიპერჰიდროზიოპერაცია გულმკერდის სიმპათიკურ ნერვებზე.
  10. გულმკერდის ყაფაზიგულმკერდის ყაფაზის ანომალიების მაკორექტირებელი ოპერაციები.
  11. პლევრაპლევრის მეზოთელიომის ოპერაცია, პლევრის ღრუს პრობლემები, თორაკოცენტეზი, დრენაჟული თორაკოტომია, პლევრის ღრუს შუნტირება, პნევმოთორაქსი, პლევრექტომია, დეკორტიკაცია და ემპიემის რეზექცია.
  12. ემფიზემა: ემფიზემის ფუნქციური კორექციის და გართულებების ოპერაციები.
  13. ტრავმაგულმკერდის ან გულმკერდის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანებების  და მათი შედეგების კორექციის ოპერაციები.

ACIBADEM-ის თორაკალური ქირურგიის განყოფილების ქირურგიული მიდგომები

მინიმალურად ინვაზიური ქირურგია (VATS) ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე

დაავადების ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბო შეიძლება განიკურნოს. ამისთვის საჭიროა პაციენტის ფართომასშტაბიანი გამოკვლევა ექიმთა გუნდის მიერ, რომელშიც შედიან თერაპევტი ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, გულმკერდის ქირურგი, რადიოლოგი, პათომორფოლოგი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი. იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევები აჩვენებს, რომ ოპერაციამ შეიძლება განკურნოს პაციენტი, ტარდება ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ატარებენ ფილტვის კიბოს მკურნალობის გამოცდილების მქონე ქირურგები.

ფილტვის კიბოს საწყისი სტადიის შემთხვევებში, აჯიბადემის ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის თორაკალური ქირურგიის განყოფილებაში (ACIBADEM Healthcare Group Thoracic Surgery Division) ტარდება მინიმალურად ინვაზიური ვიდეოკონტროლირებული თორაკალური ქირურგია (Video-assisted thoracic surgery (VATS).

VATS მიდგომა გულმკერდის ქირურგიაში

VATS არის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ჩარევა ფილტვის კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ, მიკროინსტრუმენტების და 2 ან 3 სანტიმეტრიანი სიგრძის სამი მცირე ზომის განაკვეთის შედეგით. ოპერაციის დროს ერთ-ერთი განაკვეთიდან შეჰყავთ პატარა ვიდეოკამერა, რომელიც ქირურგს საშუალებას აძლევს გულმკერდის ღრუ დაათვალიეროს. ფილტვის კვანძების და წილების ამოკვეთა ხდება გულმკერდის ღრუს გახსნის გარეშე.

ამგვარი მინიმალურად ინვაზიური პროცედურის უპირატესობებია:

  • საავადმყოფოში ხანმოკლე ყოფნა
  • ნაკლები ტკივილი ოპერაციის შემდეგ
  • ნაკლები ნაწიბური
  • უფრო სწრაფი აღდგენა