ახლა ზამთარია, ასე ვთქვათ, „მკვდარი სეზონი“ მცენარისთვის, თუმცა, მისი მოვლის მეთოდები, რომელსაც ახლა გთავაზობთ, გვიან შემოდგომაზე, ზამთრის თბილ დღეებში და ადრე გაზაფხულზეც ძალიან საჭიროა.
რაც უფრო ხანში შედის ხე, მცენარე, მით უფრო უსწორმასწორო ხდება მისი ქერქი. იგი იფარება ღრმა ბზარებით, რომლებშიც თანდათანობით გროვდება წყალი, რომელიც ანესტიანებს ხის ქერქს და ხელს უწყობს მასში პათოგენური მიკრობების და სოკოების დასახლებას, შემდეგ კი სოკოვანი დაავადებების განვითარებას. ქერქის ნაპრალებში თავს იფარებენ მავნე მწერებიც.
აღნიშნული მოვლენების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ქერქის მოვლა, რაც შემდეგში გამოიხატება-ხის ქერქს ასწორებენ ყოველგვარი გამონაზარდების მოშორებით. ახალგაზრდა ხეების ქერქს წმენდენ ბაღის დანებით.
ძველ ხეებზე, რომელთა ქერქი უხეშია და არ არის ცოცხალი ქსოვილების დაზიანების შესაძლებლობა, ქერქის გაწმენდა შეიძლება ვაწარმოოთ ლითონის ცოცხებით. ქერქის გაწმენდის შედეგად მიღებული მთელი ნაწმენდი გროვდება ხის ძირთან დაფენილ საფენზე, ყველა შიგ არსებული მავნებლების გასანადგურებლად. შემდეგ მას წვავენ, ხავსებისა და მღიერების წინააღმდეგ კი ატარებენ შესხურებას რკინის შაბიამნის 5%-იანი ხსნარით.
შტამბისა და მსხვილი ტოტების გაწმენდის მიზნით ხდება აგრეთვე კირით შეთეთრება.
ხის შტამბის ან ქერქის დაზიანებას იწვევენ თაგვები და სხვადასხვა მღრღნელები. მათგან დასაცავად კარგია შტამბისა და ქვემოთა ტოტების ძირების შეხვევა.
სხვადასხვა მიზეზებით დაზიანებულ მცენარის ქერქს უნდა ვუწამლოთ. წამლობის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათისაა დაზიანება.
თაგვებისა და სხვა მღრღნელებისაგან გაღრღნილ ქერქს ამავე წესით უსვამენ საცხს და შემდეგ ახვევენ.
თუ დაზიანებული ადგილი მიწასთან ახლოსაა, მიაყრიან მიწას. თუ ქერქი გაღრღნილია არა ადგილ-ადგილ, არამედ მთელი შტამბის გარშემო, საცხებლის წასმისა და შეხვევის შემდეგ, როდესაც ხეები დაიწყებენ ზრდას და ქერქი თანდათანობით მოსცილდება, აწარმოებენ ე.წ. ხიდით მყნობას (როცა სეზონია) _ შტამბის ირგვლივ, დაზიანებული ქერქის ნაპირების გასწვრივ ჩაუშვებენ 3-4 კალამს.
ამიტომ ძველ ხეებში, გადაჭრის ადგილას, ახდენენ ქერქში ჩამყნას ორი-სამი კალმით, თითოეულ ხეზე. გახარებული კალმებიდან შემდგომში ვტოვებთ მხოლოდ ერთს და მასზე გამოგვყავს ახალი (კრონა) ვარჯი. შტამბზე წარმოშობილი ახალი ნაზარდები ან უნდა მოვაცილოთ, სანამ ხე არ გამოჯანსაღდება.
თუ თავის დროზე არ იქნა მიღებული ზომები ჭრილობის მოსარჩენად და ყურადღება არ მივაქციეთ გადამტვრეულ ტოტებს, ლპობა თანდათან გავრცელდება ხის შიგნით და წარმოიშობა ფუღურო. ფუღურო ყოველწლიურად დიდდება, რის შემდეგაც შტამბის მთელი გული ლპება და ცარიელდება.
ფუღუროიანი ხეები ცუდად იზრდებიან, სუსტდებიან და ადვილად ტყდებიან. ამიტომ აუცილებელია მათი ამოვსება
თუ ხეებს აქვთ ღეროზე მსხვილი კუთხით შეზრდილი ტოტები, მათ ერთმანეთზე აკრავენ მავთულით. ტოტთან მავთულის შეხების ადგილზე ატანებენ ტყავს ან რეზინს. როდესაც ტოტები მსხვილია, შეიძლება, ის ბურღით გავხვრიტოთ, ჩავუშვათ შიგ ჭანჭიკი და მისი საშუალებით გავამაგროთ.