პლაცენტის ნაადრევი აშრევება ორსულობის იშვიათი, თუმცა სერიოზული გართულებაა.
პლაცენტა არის სტრუქტურა, რომელიც ყალიბდება საშვილოსნოში ორსულობის დროს ნაყოფის გამოსაკვებად. თუ პლაცენტამ ოწყდა საშვილოსნოს კედლის შიდა ნაწილს მშობიარობამდე ნაწილობრივ ან სრულად, მდგომარეობას ნაადრევი აშრევება ეწოდება. პათოლოგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფისადმი არასაკმარისი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. აშრევება ასევე იწვევს დედის ძლიერ სისხლდენას.
პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ხშირად, უეცრად ვითარდება. მკურნალობის გარეშე მდგომარეობა დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
პლაცენტის ნაადრევი აშრევების კონკრეტული მიზეზები ხშირად უცნობია. შესაძლოა მიზეზი იყოს ტრავმა ან დაზიანება მუცლის არეში. მდგომარეობას ასევე იწვევს ნაყოფის თავისუფლად სამოძრაოდ არსებული სითხის(ამნიოტური სითხე) დაკარგვა.
პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ძირითადად, ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში, განსაკუთერბით კი ბოლო კვირებში ვითარდება. პლაცენტის ნაადრევი აშრევების ძირითადი სიმპტომები:
- ვაგინალური სისლხდენა
- ტკივილი მუცლის არეში
- ტკივილი ზურგის არეში
- საშვილოსნოს ტკივილი
- საშვილოსნოს სწრაფი შეკუმშვები
წელისა და მუცლის ტკივილი, ხშირად, უეცრად იწყება. ვაგინალური სისხლდენის რაოდენობა განსხვავებულია და არ შეესაბამება მოწყვეტილი პლაცენტის დაშორების სიგრძეს საშვილოსნოს შიდა კედლიდან. ზოგიერთ შემთხვევაში პლაცენტის ძლიერი აშრევების შემდეგაც კი არ აღინიშნება სისხლდენა. სისხლდენის არარსებობის მიზეზია პლაცენტის მიერ სისხლის შეკავება საშვილოსნოში.
„რამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის ნაადრევი აცლა? – ფიზიოლოგიური ორსულობის დროს პლაცენტა საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული და მხოლოდ ნაყოფის დაბადების შემდეგ ეცლება. მისი ნაადრევი აცლა შესაძლოა გამოიწვიოს: • პრეეკლამფსიამ, ეკლამფსიამ, ჰიპერტონიულმა დაავადებამ, მწვავე ინფექციურმა პროცესებმა, თირეოტოქსიკოზმა – ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სისხლძარღვთა კედელში მიმდინარეობს. • მრავალნაყოფიანმა ორსულობამ, მრავალწყლიანობამ, დიდმა ნაყოფმა – ამ დროს საშვილოსნო ზედმეტად იჭიმება, პლაცენტის მიმაგრების მთელი მოედანი თხელდება და დიდდება, რაც მის ნაადრევ აცლას იწვევს. • საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებითმა პროცესებმა, საშვილოსნოს სიმსივნეებმა, განვითარების მანკებმა, ავიტამინოზმა – ამ დროს საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტას შორის არ არსებობს მყარი კავშირი, რის გამოც ვითარდება მისი ნაადრევი აცლა. • ტრავმებმა (მუცელზე უშუალო ზემოქმედება), ჭიპლარის აბსოლუტურმა ან ფუნქციურმა დამოკლებამა და ასე შემდეგ. პლაცენტის ნაადრევი აცლა შესაძლოა იყოს სრულიც და ნაწილობრივიც. თუ ნაადრევი აცლა მცირე უბა-ნზე და ორსულობის მიწურულს მოხდა, შესაძლოა, ორსულობის ბოლომდე მიტანა მოხერხდეს და პლა-ცენტის აცლა მხოლოდ ნაყოფის დაბადების შემდეგ აღმოაჩინონ. პლაცენტის დიდი უბნის აცლის შემ-თხვევაში საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტის მოცილებულ ნაწილს შორის წარმოიქმნება ჰემატომა, რომელიც იზრდება და უფრო მეტად უწყობს ხელს პლაცენტის აშრევებას. ამ დროს მოსალოდნელია როგორც შინაგანი (საშვილოსნოს ღრუში), ისე გარეგანი (გარეთა სასქესო ორგანოებიდან) სისხლდენა. პლაცენტის აცლა დიდ საფრთხეს უქადის როგორც დედას, ისე ნაყოფს. დედას ემუქრება ძლიერი სისხლ-დენა და შოკი, რომელიც ხშირად სიკვდილის მიზეზად იქცევა. ნაყოფს ამ დროს ასფიქსია ემართება, ვინა-იდან აცლილი პლაცენტა აირთა ცვლაში ვეღარ მონაწილეობს. ასფიქსიის საფრთხე ჩნდება პლაცენტის მე-სამედის აშრევებისას, ხოლო მისი ნახევრის და, მით უმეტეს, მთელი პლაცენტის აცლა ნაყოფის ელვი-სებურ სიკვდილს იწვევს.“