რესპირატორული ვირუსული ინფექციები

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციად ითვლება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს. ამ დაავადებებს სხვანაირად უბრალოდ გაციებას ვეძახით.
გაციების ვირუსი, როგორც წესი, არ იწვევს მძიმე შედეგებს, თუმცა გართულების შემთხევაში შესაძლოა გამოიწვიოს პნევმონია, ოტიტი და მეორადი ბაქტერიული ინფექციები.

რესპირატორული დაავადებები საკმაოდ გავრცემებული პრობლემაა, ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ავადობენ, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანი შესაძლოა გაციებამ საშუალოდ წელიწადში ორჯერ შეაწუხოს.

გავრცელების გზა

გაციება ჰაერწვეთოვანი გზითაა გადამდები და ზედა სასუნთქ გზებში ლორწოვანი გარსის მეშვეობით ხვდება. ვირუსი შეიძლება გადამდები იყოს, როგორც ვერბალური კონტაქტით, ასევე იმ ნივთებთან შეხებითაც კი რომლითაც ავადმყოფი სარგებლობდა.

რისკ ფაქტორები

  • ასაკი

ჩვილები და სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაზე ადვილად ხდებიან ავად. ამის მიზეზი არამხოლოდ მათი მოუმწიფებელი იმუნური სისტემაა, არამედ ისიც, რომ პატარები ერთმანეთთან მეტად კონტაქტობენ შეხებით, ავიწყდებათ ხელების დაბანა, ხშირად იდებენ ხელებს პირში და ა.შ. რაც შეეხებათ ჩვილებს, მათი გაციება საკმაოდ რთული პრობლემაა, რადგან სურდო და ცხვირით სუნთქვის გაძნელება მათი კვებითი პროცესის დარღვევასთან პირდაპირ კავშირშია.

  • იმუნიტეტი

ასაკის მატებასტან ერთად ჩვენი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა იზრდება და გვიყალიბდება იმუნიტეტი, რომელიც გვიცავს გაციებისგან. თუმცა მოზრდილებშიც არის ხშირი ავადობის შემთხვევები, ეს სწორად დაქვეითებული იმუნიტეტის ბრალია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ქრონიკული დაავადებით, ძლიერი წამლების ან ზოგადად წამლების ხშირი მოხმარებით.

  • ზამთრის სეზონი

როგორც წესი, ხშირად ავადობის პერიოდი იწყება გვიან შემოდგომით და გრძელდება გაზაფხულის პირველ თვემდე. ამ დროს შეიძლება მოხდეს ორგანიზმის შეციება, რაც ასევე იმუნურ სისტემას აქვეითებს. ასევე ზამთარში ადამიანები ხშირად ატარებენ დროს დახურულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც უფრო უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას.

სიმპტომები

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომები, როგორც წესი, თავს ორგანიზმის დაავადებიდან 1-3 დღეში იჩენენ.

ეს სიმპტომებია: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ცემინება, ცრემლდენა, სახსრებისა და თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სისუს

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ზრდასრულმა ადამიანმა ნებისმიერი პრეპარატის დასანიშნად უნდა მიმართოს ექიმს, დაუყონებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდეგი, გართულებული სიმპტომების არსებობს შემთხვევაში:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • შესამჩნევად გადიდებული ლიმფური ჯირკვლები;
  • სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი;
  • ძლიერი ტკივილი ცხვირის სინუსის გარშემო;
  • იმ სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, რომელბიც არ უკავშირდებიან სასუნთ გზებს;

ბავშვებში გაციება უფრო რთულად მიმდინარეობს და უფრო დიდია გართულებების და სერიოზულ დაავადებაში გადასვლის რისკი, ამიტომ ბავშვის გაციების შემთხვევაში ნუ დაელოდებით  სანამ განსაკურთრებული სიმპტომები იჩენენ თავს, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.

დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს თუ ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვება, რაც შეიძლება გამოიხატოს შარდის გამოყოფის სიმცირით;
  • არაბუნებრივი ძილიანობა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • სპაზმური ხველა;
  • ტკივილი ყურის არეში;

გაციების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა ისეთი მარტივი მეთოდებით როგორიცაა:

  • ბევრი სითხე
  • ქათმის ბულიონი
  • მეტი დასვენება
  • ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა