სუნთქვის გაძნელების სახეები

სუნთქვა – ჩვეულებრივი პროცესია, ამის გამო ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, სამაგიეროთ მაშინვე ვხვდებით,  სუნთქვასთან დაკავშირებით, თუ რამე ნორმაში არ არის. განსაკუთრებით, როდესაც არაფრის გამო გვეწყება სულის შეხუთვა. თავის ტვინი იღებს შესაბამის სიგნალს– და სუნთქვა ხშირდება, ეს პროცესი არ კონტროლირდება ჩვენი ცნობიერებით. შეიცვალა სუნთქვის სიხშირე და რითმი, შესუნთქვის და ამოსუნთქვის ხანგრძლივობა– ერთი სიტყვით თქვენ გრძნობთ, რომ აშკარად ისე ვერ სუნთქავთ, როგორ ადრე. ეს არის ზუსტად ქოშინი.

სუნთქვის გაძნელების სახეები და მკურნალობის მეთოდები

უმრავლე შემთხვევებში, ქოშინი დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან – ჟანგბადის დაბალ შემცველობასთნ ორგანიზმში ანუ ჰიპოქსემიასთან– ჟანგბადის დაბალ შემცველობასთნ სისხლში. რაც იწვევს სასუნთქი ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში. რისც შედეგადაც უნებლიედ ხშირდება სუნთქვა და ვითარდება ჰაერის უკმარისობა.

პირობითად გამოყოფენ ქოშინის 3 სახეს: ინსპირტორული ქოშინი ( გაძნელებულია შესუნთქვა)– უფრო მეტდა დამახასიათებელია გულის დაავადებებისთვის; ექსპირატორული (გაძნელებულია ამოსუნთქვა),– ხშირად ხდებ ბრონქული ასთმის დროს; შერეული ქოშინი ( გაძნელებული შესუნთქვაც და ამოსუნთქვაც) –დამახასიათებელია სხვადასხვა განსხვავებული ავდმყოფობებისთვის.

ქოშინთან ანუ დისპნოესთნ ბრძოლის მთავარი მეთოდი არის, იმ დაავადების მკურნალობა, რომლის გამოვლინებაცაა ჰაერის უკმარისობა. იმის გამო, რომ ქოშინის მთავრი მიზეზი, უმრავლეს შემთხვევებში არის ორგანიზმში ჟანგბადის დაბალი შემცველობ– ქოშინის შემცირების ერთ ერთი მეთოდია ჟანგბადით თერაპია

ჰაერის უკმარისობის 9 მიზეზიდა ამდენივე მკურნალობის მეთოდი 

ქოშინის მიზეზეის დასადგენად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად განვითარდა იგი.  ეს შეიძლება მოხდეს მწვავედ – წუთის, საათის, რამდენიმე დღის ფარგლებში   ან თანდათანობით – რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში. მოდი განვიხილოთ ძირითადი მიზეზები.

  1. ცუდი ფიზიკური ფორმა

ფიზიოლოგიური ქოშინი ვლინდება მას შემდეგ, როდესაც ადიხართ კიბეებზე ან გამოეკიდეთ ავტობუსს. მუშაობაში ჩართული კუნთები მოიხმარენ ჟანგბადს. ტვინი ცდილობს დაფაროს შექმნილი ჟანგბადის  დეფიციტი, რის გამოც ჩვენი სუნთქვა ხშირდება. ასეთი ქოშინი თავის თავად არ არის სახიფათო, მაგრამ თუ თქვენ ქოშინი გიტყდებათ ერთი სართულის ავლის შემდეგაც კი, დროა დაფიქრდეთ თქვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფიზიკურად აქტიურ და ნავარჯიშევ პირებში, ქოშინი ვითარდება იშვიათად.

  1. პანიკური ისტერია

როგორც ცნობილია, ძლიერი მღელვარება, განგაში, სიბრაზე, შიში ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფას. ხვდება რა სისხლში, ადრენალინი აიძულებს ორგანიზმს ფილტვებში გაუშვას ბევრი ჟანგბადი და ამით მოახდინოს ჰიპერვენტილაციის პროვოცირება. ამიტომ ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა)

  1. ანემია ანუ სისხლნაკლოვანება

ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რკინის იონები აჯერებენ სისხლს ჟანგბადით, თამაშობენ დიდ როლს სისხლწარმოქმნის პროცესებში. მათი ნაკლებობის დროს, ვითარდება ჰიპოქსია და ერთვება  გადაუდებელი დაცვითი მექანიზმი– ქოშინი

ასეთი მდგომარეობები ძირითადად დამახასიათებელია ქალებისთვის, თუმცა კაცებსაც ხშირად უვითრდებათ რკინის უკმარისობა ორგანიზმში. ანემიის დიაგნოზი ისმება სისხლის კლინიკური ანალიზის საფუძველზე.

  1. სიმსუქნე

ეს უკვე არა მარტო უბრალო არასაკმარისი ვარჯიშის ბრალია, არამედ სერიოზული დაავადებაა, რომელიც საჭიროებს ადამიანისგან დიდი ძალისხმევასმ რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა.

  1. ფილტვების დაავადებები

ქოშინი, რომელიც აღმოცენდება სასუნთქი ორგანოების დაავადებების გამო– ორი სახისაა. ინსპირატორული – როდესაც ხდება შესუნთქვის გაძნელება, როდესაც ბრონქები ამოვსებულია ლორწოთი ან ფილტვის სიმსივნეების დროს და ექსპირატორული, როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვა, ბრონქიალური ასთმის დროს

ფილტვის ქოშინის მიზეზის დასადგენად , საჭიროა გამოკვლევის ჩატარება პულმონოლოგის ხელმძღვანელობით. გამოკვლევების მინიმუმია – გულმკერდის რენტგენოგრაფია, სისხლი საერთო ანალიზი, სპიროგრაფია (ფილტვების ფუნქციის გამოკვლევა სუნთქვის დროს მოცულობის ცვლილებების გრაფიკული ჩანაწერის რეგისტრაციით). განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მაგალითად ტუბერკულიოზის ან სიმსივნის დიაგნოსტიკისას იყენებენ სხვა მეთოდებს, საჭირო ხდება ბრონქოსკოპიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. ხოლო მკურნალობა საჭიროა პულმონოლოგთან.

  1. გულის იშემიური დაავადება

ამ შემთხვევაში ქოშინი გამოიხატება ჰაერის უკმარისობის გრძნობით. საერთოდ ეს გრძნობა არის ისეთივე დამახასიათებელი სიმპტომი გულის იშემიური დაავადებისთვის, როგორც მოჭერითი ტკივილები გულმკერდის მარცხენა ნაწილში.

  1. გულის შეგუბებითი უკმარისობა

ამ დაავადებია ადრეული ნიშნების დაჭერა ძალიან ძნელია– ჩვეულებრივად ეს ხდება სპეციალური კვლევების გამოყენებით.

  1. გულის ასთმა ანუ პაროქსიზმული ქოშინი

მკვეთრად წარმოქმნილი ქოშინი, რომელიც გადადის მოხრჩობის შეგრძნებაში, ძალიან ხშირად წარმოქმნება ღამით. პაროქსიზმული ქოშინი ხშირად ვითარდება ინფარქტ–გადატანილ პაციენტებში, გულის აორტის და მიტრალური სარქველების მანკების დროს და განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიული კრიზების დროს. წინა მიზეზისგან განსხვავებით – ორთოპნოე (იძულებითი მდგომარეობა), ქოშინი არ გადის არც მჯდომარე და არც მდგომარე პოზაში. ადამიანი ფითრდება, გულმკერდში წარმოიქმნება სველი ხიხინები, იწყება ფილტვის შეშუპება. ასეთი მდგომარეობა საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის, ამის გამო საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მის მოსვლამდე პაციენტი უნდა მოათვსოთ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში დაბალი წნევის დროს და მწოლარე მდგომარეობაში მაღალი არტერიული წნევის დროს. მიეცით პაციენტს ნიტროგლიცერინი თუ, მისი სისტოლური წნევა 100 მმვცხსყ–ზე ნაკლები არ არის.

ჩვეულებრივად, ოპერატიულად ჩატარებული მკურნალობა ეფექტურია და ხსნის გულის ასთმის შეტევას. პაროქსიზმული გულის ასთმის შემდეგ პაციენტმა რეგულარულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს დ აკონტროლოს გულის მდგომრეობა.

  1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

ყველაზე ხშირი მიზეზი, თითქმის ღრმა ვენების თრომბოფლებიტია. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს ხშირად არ აქვს ვარიკოზულად გამოხატული კვანძები კანის ზედაპირზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ნიშნებია, ნორმალური სუნთქვის ფონზე მკვეთრად განვითარებული ძლიერი ქოშინი, გულმკერდში მჩხვლეტავი ტკივილი და შემაწუხებელი ხველა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ადამიანს ულურჯდება სახე.