ძილისმიერი აპნოე

ძილში სუნთქვის გაჩერება, ანუ ღამე, ძილის აპნოეს ახასიათებს სუნთქვითი ფუნქციის შეწყვეტა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 3 წუთამდე. აღნიშნული სინდრომი იწვევს სხვადასხვა ფსიქოსომატურ და ნივთიერება ცვლის დარღვევებს, აგრეთვე პრობლემებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. ვრცლად ამ საშიშ და საკმაოდ გავრცელებულ დარღვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში.

რა არის ძილისმიერი აპნოე და რითაა იგი საშიში?

ღამის აპნოე – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რაღაც დროით წყდება სუნთქვითი ფუნქცია, შედეგად მცირდება ტვინში ჟანგბადის მიწოდება, რის გამოც ადამიანი ნაწილობრივ ფხიზლდება. შეფხიზლების დროს კუნთების ტონუსი აღდგება და სუნთქვა ნორმალიზდება. ასეთი სინდრომი შესაძოა გამეორდეს 10-15 ჯერ საათში, რიგ შემთხვევებში კი ყოველ წუთს. ძილისმიერ აპნოეს, როგორც წესი ახლავს ძლიერი ხვრინვა და ღრმა ჩასუნთქვების სერია.

თავად სუნთქვის შეჩერებები არ არის სასიკვდილოდ საშიში, რასაც ვერ ვიტყვით იმ პროცესებზე რასაც ის “რთავს”. ამ მდგომარეობის შედეგები, თუკი სუნთქვის გაჩერება გრძელდება 10 წამს, საკმაოდ სერიოზულია რადგან იწვევს ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადის უკმარისობას.

სინდრომის შედეგები:

  • ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული წნევის მატებას, შესაძლოა დიაბეტის განვითარება, ფსიქიური აშლილობები.
  • უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, ზუსტად ღამის აპნოე გვევლინება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სასტარტო მექანიზმად.
  • ძილისმიერი ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი – ავტო ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
  • ადამიანების სიცოცხლე, რომელთაც აწუხებთ სუნთქვის შეჩერება, მცირდება საშუალოდ 15 წლით – ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია!

აპნოეს ძირითადი მიზეზები:

არსებობს აპნოეს რამოდენიმე მიზეზი, ისინი განსხვავდებიან მათი სახეობის მიხედვით. ძილისმიერი ცენტრალური აპნოე დაკავშირებულია თავის ტვინის სუნთქვის ცენტრის მუშაობის დარღვევასთან. ასეთ შემთხვევებში სუნთქვის შეჩერება ხდება იმის გამო, რომ ორგანიზმი ვერ ხვდება როდის უნდა ისუნთქოს.

ძილისმიერი ობსტრუქციული აპნოეს  განვითარების მიზეზები ხშირად იმალება ზედა სასუნთქი გზების შევიწროებაში და ხშირად თან ერთვის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მუშაობის დარღვევები. ლიტერატურული მონაცემებით საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემების მქონე პაციენტების 75% აღენიშნება სუნთქვის შეკავება და პირიქით ამ დაავადების მქონე პაციენტებს აღენიშნებათ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, ამასთან უმეტესობას ეჭვიც არ ეპარება, რომ სუნთქვის შეჩერება არის მათი ცუდად ყოფნის მიზეზი.

ძილისმიერი ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი  

 აპნოეს სიმპტომები:

ბავშვებში ღამის აპნოეს სიმპტომები ვლინდება ყურადღების დეფიციტის სინდრომით და ჰიპერაქტივობით, აგრეთვე შარდდენის დარღვევით. ხოლო ხვრინვა და სუნთქვის შეკავება, გავრცელებული აზრის მიუხედავად ყოველთვის არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ყველას ვინც ხვრინავს არ აღენიშნებათ სუნთქვის შეკავება, და პირიქით – აპნოეს მქონე ადამიანები ყველა არ ხვრინავენ.

მოზრდილებში აპნოეს სიმპტომები შემდეგია: