აუცილებელია ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის დაუყოვნებლივ იზოლაცია სხვა პაციენტებისაგან. პაციენტების ტრიაჟი მოწოდებულია სტანდარტიზებული მექანიზმებით. პაციენტები შეაფასეთ დაავადების სიმძიმის მიხედვით. დაიცავით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინები.[2]
კლინიკური ეჭვის მაღალი ინდექსი უნდა გვქონდეს ნებისმიერი იმ პაციენტის მიმართ, რომელიც წარმოდგენლია ცხელებით და/ან მწვავე რესპირატორული ავადმყოფობით. ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ დგანან: პირები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ტრანსმისიის მაღალი რისკის ტერიტორიაზე ცხოვრება/პროფესიული საქმიანობა/მოგზაურობა; ასევე ადამიანები, რომელთა თემშიც აღინიშნება ტრანსმისია და ბოლოს, შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები.[184]
დიაგნოზზე ეჭვი უნდა მიიტანოთ უწყვეტი ხველის, ცხელების და გემოს/ყნოსვის ცვლილების მქონე პაციენტებში.[392] პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დისპნოეს, დაღლილობის, მიალგია/ართრალგიის, ყელის ტკივილის, თავის ტკივილის, ცხვირის დახშობის ან რინორეის სიმპტომები. შეიძლება აღინიშნოს ნახველი, მოჭერა გულმკერდის არეში, გასტროინტესტინური სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, დიარეა).[393]
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (რეალურ დროში) ადასტურებს დიაგნოზს. უპირატესია სასუნთქი გზების ზედა და ქვედა ნაწილებიდან აღებული ნიმუშები. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სეროლოგიური ტესტირება.[394] შედეგების ინტერპრეტაცია საჭიროა დაავადების ტესტამდელი ალბათობის კონტექსტის გათვალისწინებით.
ბავშვებსა და მოზარდებში გაითვალისწინეთ მწვავე გასტროინტესტინური სიმპტომები და გულის ანთების ნიშნები.ჯერჯერობით არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქი ან უსიმპტომოა.[395] თუმცა, აღწერილია იშვიათი მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა კავასაკის დაავადების და ტოქსიკური შოკის სინდრომის მსგავსად, რომელიც COVID-19-ს ემთხვეოდა ბავშვებსა და მოზარდებში.[396]
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რეკომენდებულია ჩამოთვლილი ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, მეტაბოლური პანელი, არტერიული სისხლის აირები, სისხლში გლუკოზის დონე, კოაგულოგრამა, ანთების მარკერები, გულის ბიომარკერები, შრატში კრეატინ კინაზა, სისხლის და ნახველის კულტურები სხვა პათოგენებზე. პულსოქსიმეტრიით შეიძლება გამოვლინდეს ჟანგბადის დაბალი სატურაცია.
გულმკერდის რენტგენოგრაფიისთვის პრიორიტეტულია პაციენტები, რომლებიც მძიმედ არიან და ეჭვია პნევმონიაზე. განიხილეთ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება, თუ გულმკერდის რენტგენი გაურკვეველია ან ნორმალურია.[397] დამატებითი რჩევების მისაღებად იხილეთ ადგილობრივი მითითებები.
ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ აცნობეთ ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოებს. COVID-19 არის შეტყობინებადი დაავადება.