მდიდრები მოიხმარენ დედამიწის სიკეთეების უმეტეს ნაწილს. ამ გაგებით მსოფლიო იუოფა მდიდრებად და მათ მომსახურე არამდიდრებად.
მოიფიქროთ ბიზნესი მდიდრების მომსახურებისათვის უფრო მომგებიანია, თუმცა მანდაც თავისი პრობლემებია.
ჩვენ , უცხოური ლიტერატურიდან ამოვკრიფეთ რამდენიმე იდეა ამ მიმართულებით, რათა მათი შერჩევის მექანიზმები გვეჩვენებინა.
აქ შერჩევის კრიტერიმი მარტივია- უნდა შეისწავლოთ რა ჭირდებათ მდიდრებს.
რეცხვა
ეს ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ქალაქებისათვის. რეცხვისა და დაუთოვების სერვისები შეგიძლიათ შესთავაზოთ ინტერნეტით, როგორც თვენთან წარებით, ასევე-მათთან მისვლით.
სადილები გაკეთება
საჭმლების მიტანის სერვისი ძალიან განვითარდა, მაგრამ ბევრი ამჯობინებს რამდენიმე დღეში ერთხელ მოვიდეს სახლში მზარეული და რამდენიმე დღის საჭმელია მოუმზადოს. ეს გავრცელებული ბიზნესია . თან , უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია ძირითადი საოჯახო კერძების მომზადების ცოდნა.
სერვისები ბავშვებისათვის
დიდია მოთხოვნა ბავშვთა მოვლაზე, ძიძებზე, ვინც სხვადასხვა მასწავლებელთან წაიყვანს ბავშვს და ა.შ.
მოხუცთა მოვლა და გართობა
ესეც მოთხოვნადი ბიზნესია
ბანკეტების დარბაზი ან ეზო
შეგიძლიათ იაფად იქირაოთ ეზო პიკნიკებისათვის , მოაწყოთ და გააქირაოთ. ან იქირაოთ დარბაზი, გაარემონტოთ და გააქირაოთ. ბევრ დიდ ქალაქში ეს ბიზნესი წარმატებით მუშაობს.
ქირავდება ბინა
დღეს ბევრი დაკეტილი ბინაა. თქვენ შეგიძლიათ ისინი იქირაოთ იაფად და მათი მოკლე ვადით გაქირავება დაიწყოთ. ამ გზით მინიმუმ თქვენი შრომის მონეტარიზაცია მოხდება.
შიდა ტურიზმი
დოლარის გაცვლითი კურსის ზრდის გამო, ბევრმა ადამიანმა უარი თქვა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. გაიზარდა მოთხოვნა შიდა ტურისტულ მარშრუტებზე.
სამკერვალო
ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვთა ტანსაცმელს. გადადით ბავშვთა ინტერნეტ მაღაზიაში და ნახეთ რა ფასებია, ბევრი რამე უფრო ძვირი ღირს ვიდრე მოზრდილი ადამიანი. მოთხოვნა ამ სფეროში დიდია.