ფინანასური კრიზისის გამომწვევი მიზეზები;

ფინანასური კრიზისის გამომწვევი მიზეზები;

ფინანსური კრიზისი სათავეს XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს, როდესაც მანქანათმშენებლობის ინდუსტრია ყოველ 7-11 წელიწადში განიცდიდა სტაგნაციას, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ იქმნებოდა გაცილებით მეტი პროდუქცია, ვიდრე რეალიზდებოდა.

დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის არსებით მიზეზად ძირითადი ფულადი ერთეულის – აშშ დოლარის გაცილებით ზედმეტი რაოდენობით მიმოქცევა მიიჩნევა.არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაწყისად ასევე მიიჩნევენ აშშ-ს იპოთეკური კრიზისი, რამაც საბანკო სექტორის პარალიზება გამოიწვია, რასაც ნამდვილად გააჩნია საფუძველი, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საბანკო სექტორში საკრედიტო და საინვესტიციო ფუნქციების ფაქტობრივი შერწყმაა, რამაც გაადვილა იპოთეკური კრედიტების გაცემა მყარი გარანტიების გარეშე,რის შედეგადაც, მკვეთრად გაიზარდა დავალიანება ბანკების მიმართ, ამან გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა არამარტო ბანკების დიდი ნაწილი, არამედ სადაზღვევო სექტორის უმსხვილესი მოთამაშეებიც. ამ პროცესებმა პიკს 2008 წელს, კერძოდ კი – 12 სექტემბერს მიაღწია, როდესაც საფონდო ბირჟებზე მაქსიმალურად დაიძაბა ვითარება მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ბანკის “Lehman Brothers”-ის გაკოტრების მოლოდინში. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მისი ლიკვიდაციის შესახებ საბანკო სისტემისათვის სავალალო შედეგები მოჰყვა რადგან,არავის აღარ უნდოდა სესხის გაცემა. ამის საშუალება მოესპოთ თვით იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობისათვის კომერციულ კრედიტებს თავისუფლად იღებდნენ. პროდუქციის ექსპორტს თუ იმპორტს, წარმოებას, ხელფასის გაცემას სერიოზული პრობლემები შეექმნა და ყველაფერი ერთდროულად ჩამოიშალა.

http://economcrisis2009.blogspot.com/