∘ მურმან კვარაცხელია ∘
ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების ინდიკატორების ფორმირება
ანოტაცია. მსოფლიო გლობალური პროცესების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მაღალი ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გამოყენება ეკონომიკაში. ამისი საფუძველია ინოვაციების გამუდმებული სრულყოფა და განახლება. განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების სისტემების სრულყოფას და ახალ-ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას. მაღალი ტექნოლოგიების პირობებში უამრავი საშუალება არსებობს სუვერენული ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებისათვის საკუთარი ეროვნული ინსტერესების სასარგებლოდ. ამ კუთხით გლობალური პროცესები საკმაოდ სერიოზულ საფრთხეებს უქმნიან მყიფე საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს და ართულებს ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტების ეფქტიან ურთიერთქმედებას.
თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას განსაზღვრავს მისი ეკონომიკური განვითარების დონე. ამ პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების დონის შემცირება. ამისათვის გამოიყენება ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების ინდიკატორებისა და პარამეტრების ფორმირებას. ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორებს შეუძლიათ ეროვნულ ეკონომიკას ყველაზე მეტი საფრთხე შეუქმნან. ასეთი შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება, ფულად-საკრედიტო სისტემის არასტაბილურობა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება, სტრატეგიული რესურსების მარაგების შექმნა, ბიუჯეტის დეფიციტი, საგარეო და საშინაო ვალი, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის ტემპების შენელება, ძირითადი ფონდების მოძველება, უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულების ზრდა.
ყოველივე ამაში უდიდეს როლს ასრულებს თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიები. ისინი გამოიყენება არსებული ტენდენციების ტრანსფორმაციისათვის. აქედან ნათლად სჩანს მაღალტექნოლოგიური კომპანიებისათვის მთავარი მიზანი – ინოვაციური მიღწევების მაქსიმალურად გათვალისწინება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ინოვაცია თავისთავად გულისხმობს სიახლეებისაკენ სწრაფვას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. სწორედ ეს სჭირდება დღევანდელ ეკონომიკას მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსებისათვის. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ შეიძლება იქცეს გლობალური ეკონომიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური კორპორაციების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებისადმი, რაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს სავალუტო და სასაქონლო ბაზრებზე პანიკის ანუ „მართვადი ქაოსის“ შესაქმნელად. საჭიროა ამ პროცესის შემაკავებელი ფაქტორების გათვალისწინება.
საკვანძო სიტყვები: მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაცია, ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემები.
შესავალი
მსოფლიოში ქვეყნის მრავალმხრივი და სტაბილურ განვითარების დონეს განსაზღვრავს მისი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ პირობებში უაღრესად დიდი მიშვნელობა ენიჭება ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების შფასების ინდიკატორებისა და პარამეტრების ფორმირებას. ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორები ეროვნული ეკონომიკური ინტერესების ცალკეული მიმართულებების მიხედვით ის ეკონომიკური ბერკეტებია, რომელთაც შეუძლიათ ეროვნულ ეკონომიკებს ყველაზე მეტი საფრთხე შეუქმნან. ასეთი პარამეტრები შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება, ფულად-საკრედიტო სისტემის არასტაბილურობა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება, სტრატეგიული რესურსების მარაგების შექმნა, ბიუჯეტის დეფიციტი, საგარეო და საშინაო ვალი, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის ტემპების შეშენელება, ძირითადი ფონდების მოძველება, უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულების ზრდა და მრავალი სხვა.
ყოველივე ამაში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიებს. მაღალი ტექნოლოგიები ინოვაციური პროცესების განვითარების შედეგიცაა, რომელიც მეცნიერული აზროვნების ფორმითაც გვევლინება. ამიტომ მაღალტექნოლოგიური კომპანიების მთავარ მიზანს წარმოადგენს ინოვაციური მიღწევების მაქსიმალურად გათვალისწინება განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, რომელიც გულისხმობს სიახლეებისაკენ სწრაფვასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ პირობებში უნდა მოხდეს უსაფრთხოების სისტემების როგორც მაღალი ტექნოლოგიების მიღწევების სწორად გამოყენება ეკონომიკაში.
* * *
თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაციის პროცესმა გააღრმავა საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები. ამასთან, ტექნოლოგიების მზარდმა პროგრესმა მნიშვნელოვანად შეასუსტა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების დონე, რაც გამოწვეულია უამრავი ნეგატიური მოვლენებით.
ცნობილია, რომ გლობალიზაციის მომხრეები საერთაშორისო ეკონომიკის შემდგომ ლიბერალიზაციასა და ქვეყნების შიდა ეკონომიკის რეგულირებას გვთავაზობენ. ამან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა და მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია. გლობალიზაციის პირობებში, როდესაც მაღალი ტექნოლოგიები ცივილიზაციის უპირველესი მონაპოვარი გახდა, სხვადასხვა ქვეყნებისათვის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაცილებით რთულდება, ვიდრე მანამდე არსებულ მსოფლიოში იყო. ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად მრავალი ახალი საფრთხეები წარმოიშვა, რაც დაკავშირებულია, პირველ ყოვლისა, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან. დღეს უვე ნათლად სჩანს, რომ გაღრმავდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანასწორობა, გაიზარდა სასაქონლო და სხვა ბაზრების დამოკიდებულება გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, რამაც გამოიწვია ეკონომიკური განვითარების არასტაბილურობა და წინასწარ გაუთვალისწინებელი რყევები. ქვეყნების უთანაბრო განვითარებამ მოსახლეობის სიღარიბე უფრო აშკარა და დამანგრეველ ფაზაში შეიყვანა. ამის ერთ-ერთი ნეგატიური შედეგია ღარიბთა ფენის ანუ სამუშაო ძალის მზარდი ლეგალური და არალეგალური მიგრაცია განვითარებული ქვეყნებისაკენ. ამასთან ერთად, გლობალურ სივრცეში ქვეყნებს შორის სამხედრო დაპირისპირებამ ადგილი დაუთმო ზემოქმედების უფრო ელასტიურ და ფარულ ფორმებს, რაშიც იგულისხმება ეკონომიკური ომები, სტრატეგიული რესურსების ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენება, ეკონომიკური ბლოკადები, სანქციები და სხვა. მაღალი ტექნოლოგიების პირობებში უამრავი საშუალება არსებობს სუვერენული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებისა და კონტროლისათვის, საკუთარი ეროვნული ინსტერესების სასარგებლოდ. ამ კუთხით გლობალიზაცია საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის მყიფე საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს და ართულებს ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტების ეფქტიან ურთიერთქმედებას.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ უკვე 21-ე საუკუნის დამდეგამდე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ადაპტაციას განიცდიდა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ და პოლიტიკურ კურსთან, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა. ამის დასადასტურებლად საკმარისია მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა აწარმოებს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს, ხოლო მოიხმარს მსოფლიო მშპ-ს 40%-ს. ამ პირობებში ცალკეული ქვეყნების ეკონომიკა და ეკონომიკის მართვის ეროვნული სტრატეგია მნიშვნელობას თანდათანობით კარგავს. აქედან ცხადია, რომ ყველა ქვეყანას სხვა ქვეყნებთან ადაპტირებული და შეთანხმებული ეროვნული უსაფრთხოების დამოუკიდებელი სტრატეგია და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.
ცნობილია, რომ ქვეყნის მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას განსაზღვრავს მისი ეკონომიკური განვითარების დონე. ამ პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების დონის შემცირება. ეს უშუალოდ დაკავშირებულია სწორედ მაღალი ტექნოლოგიების სისტემებთან, რომლებიც უშუალოდ არსებითად ზემოქმედებენ ეკონომიკაზე.
აქედან გამომდინარე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების შფასების ინდიკატორებისა და პარამეტრების განსაზღვრას. ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორები ეროვნული ეკონომიკური ინტერესების ცალკეული მიმართულებების მიხედვით ის ეკონომიკური ბერკეტებია, რომელთაც შეუძლიათ ეროვნულ ეკონომიკას ბევრ დადებიდთან ერთად ყველაზე მეტი საფრთხე შეუქმნან. ასეთი შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება, ფულად-საკრედიტო სისტემის არასტაბილურობა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება, სტრატეგიული რესურსების მარაგების შექმნა, ბიუჯეტის დეფიციტი, საგარეო და საშინაო ვალები, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის ტემპების შენელება, ძირითადი ფონდების მოძველება, უცხოურ ინვესიტიციებზე დამოკიდებულიბის ზრდა და ა.შ.
ყოველივე ამაში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიებს. მაღალი ტექნოლოგიები ინოვაციური პროცესების განვითარების შედეგიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიებს არ გულისხმობს. ის არის მეცნიერული აზროვნების ფორმა, რომელიც გამოიყენება არსებული ტენდენციების ტრანსფორმაციისათვის. მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები ურთიერთგანმაპირობებელი ფაქტორებია, ვინაიდან მაღალი ტექნოლოგია თავისთავად ინოვაციის სამიზნეა. ამდენად შეიძლება დავასკვნათ, რომ მაღალტექნოლოგიური კომპანიებისათვის მთავარ მიზანს წარმოადგენს ინოვაციური მიღწევების მაქსიმალურად გათვალისწინება განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. ინოვაცია თავისთავად გულისხმობს სიახლეებისაკენ სწრაფვას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. სწორედ ეს სჭირდება დღევანდელ ეკონომიკას მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსებისათვის.
უსაფრთხოების სისტემები უშუალოდ დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებთან. აქ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების განსაზღვრას, რომელიც შეიძლება მოხდეს სხვადასხვა დონით, კერძოდ:
1. გლობალურ დონეზე, ქვეყნის წინაშე მდგარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს ზოგადი ინდიკატორები (ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვა, ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერინიტეტის შენარჩუნება დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის, ეკონომიკური პოტენციალის სრული ამოქმედება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ა.შ.).
2. გეოსტრატეგიულ დონეზე – დროის სხვადასხვა პერიოდისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს შესაბამისი ინდიკატორები (ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია, უცხოური ინვესტიციების სტიმულირება, საზოგადოების ქონებრივი პოლარიზაციის დონის შემცირება, უმნიშვნელოვანესი რესურსების სტრატეგიული მარაგების შექმნა და ა.შ.);
3. ტაქტიკური მიზნების დონეზე უნდა განისაზღვროს ის ინდიკატორები, რომლებიც დააკონკრეტებენ სტრატეგიულ ინდიკატორებს (მაგ.: მრეწველობის, აგრარული სექტორის და სხვა ხვედრი წილი მშპ-ში, სტრატეგიული მარაგების რესურსული შემადგენლობა და ოპტიმალური შეამდგენლობა და ა.შ.).
ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების განსაზღვრის შემდეგ უნდა დადგინდეს მათი რაოდენობრივი საზღვრები, რომლებიც არღვევენ ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან სისტემას.
რაოდენობრივი ზღვრული პარამეტრების უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. ესენია: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მინიმალური დონე; ინფლაციის ტემპების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი; საბაჟო ტარიფების ოპტიმალური სიდიდე; სტრატეგიული რესურსების მინიმალური მარაგები; ბიუჯეტის დეფიციტის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი; საგარეო და საშინაო ვალის მაქსიმალური პარამეტრები; სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და წარმოების საშუალებების განახლების ტემპები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების მაღალი დონე მიიღწევა მაშინ, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების მთელი სისტემა წინასწარ დადგენილი უსაფრთხოების საზღვრებს არ სცილდება. ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების ინდიკატორებისა და პარამეტრების სფეციფიკა ცალკეული ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, მათი ეკონომიკური განვითარების, მათი გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ერის მენტალიტეტის და სხვა სუბიექტური დონის ფაქტორებიდან გამომდინარე.
ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემების გამოყენება ეკონომიკაში მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი პროცესია. იგი გულისხმობს ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის მიღწევასა და შენარჩუნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გარდა ამისა, ეკონომიკური უსაფრთხოება გლობალური საფრთხეების ერთ-ერთი კომპონენტიცაა და მისი განეიტრალების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემების გამოყენება სხვადასხვა გზებით და შესაძლებლობებით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები ამ კუთხით ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს. ის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ პრობლემის გადასაჭრელად ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა. განსაკუთრებით იგი ლიდერად რჩება ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროშიც. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია მრავალმხრივია. აქედან აღსანიშნავია თავისუფალი საბაზრო სისტემის უნივერსალურობის თეორიის და ეკონომიკური კრიზისების თვითრეგულირების პრინციპების სახელმწიფოს ინტერესებად აღიარება. მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მაქსიმალურად დაიცვა ამერიკის საშინაო ბაზარი გარე ფაქტორების დივერსიფიკაციისაგან. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და შენარჩუნება შეძლო. საინტერესოა, რომ ამ ქვეყნისთვის კონკურენტუნარიანობა აუცილებელი პირობაა და ის დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეისათვის ის მოიცავს არამარტო სამხედრო-პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ, არამედ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, საინფორმაციო-კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებსაც.
უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ტექნოლოგიების სამკუთხედი, განსაკუთრებით სამხედრო უსაფრთხოების სფეროში, აერთიანებს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინგლისსა და ისრაელს. ესეც მრავლისმეტყველი ფაქტია.
ჩვენ, ამერიკის შეერთებულშტატებზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ სწორედ ეს ქვეყანა გვევლინება მსოფლიოში ამ კუთხით მაგალითის მიმცემი და მისაბაძი. ამერიკის შეერთებული შტატები თავის სტრატეგიაში უსაფრთხოების სისტემებს, როგორც მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტს, ეკონომიკაში ფართოდ იყენებს. ეს გლობალურ პრიორიტეტებს ისახავს მიზნად და „ღია“ საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარკვეულ ინდიკატორებს ანიჭებს უპირატესობას. ესენია: მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განმტკიცება (თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი უკვე საქართველოსთანაც ჩამოყალიბდება უახლოეს მომავალში); ამერიკის შეერთებული შტატების შეუფერხებელი გასვლა მსოფლიოს როგორც სანედლეულო, ასევე გასაღების ბაზრებზე, რაც სხვა ქვეყნების ინტერესებშიც შედის. და ბოლოს, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და გლობალური ეკონომიკური ზრდისათვის ხელშეწყობა.
მაღალი ტექნოლოგიების მიღწევის დონის განსაზღვრისათვის აუცილებელია გლობალური ინოვაციის დონის განსაზღვრა. ამ მხრივ პირველ ადგილზე 2016 წლის მონაცემებით შვეიცარია იმყოფებოდა. საქართველო კი 64-ე ადგილს იკავებდა 128 ქვეყანას შორის.
დღევანდელ მსოფლიოში არსებობს დიდი გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების გამოყენების შესახებ ეკონომიკაში, რადგან მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ შეიძლება იქცეს გლობალური ეკონომიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური კორპორაციების არაკეთილსინდისიერი ბიზნესის შედეგად საფინანსო ეკონომიკური კრიზისის პროვოცირება. დღევანდელი მაღალი ტექნოლოგიები ამის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება თუ არ გავითვალისწინეთ მისი შემაკავებელი ფაქტორები.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კერძო პირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ხელში არსებული ფინანსური, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსები სავსებით საკმარისია საფონდო სავალუტო და სასაქონლო ბაზრებზე პანიკის ანუ „მართვადი ქაოსის“ შესაქმნელად. ეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს. ეკონომიკური უსაფრთხოებისსისტემების შეფასებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ინდიკატორები და პარამეტრები. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უსაფრთხოების სისტემების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება მისი ეკონომიკური დონიდან გამომდინარე სრულყოფილად შეუძლებელია. პირველ ეტაპზე მთავარია ამ ქვეყნებმა საბაზრო სისტემაზე გადასვლის პრობლემები დაძლიონ. შემდეგი ეტაპი მოიცავს დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის ეკონომიკის სტაბილურ და მდგრადი განვითარების მიღწევას. ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების სისტემების გამოყენების განსაზღვრისას პრიორიტეტული უნდა იყოს მაღალგანვითარებული ქვეყნების მიერ მიღწეული დონე და მის პარამეტრებთან შედარება.
ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემები დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამიტომ მასში შედის უსაფრთხოების შემადგენელი ელემენტები, სუბიექტები და ობიექტები, ნორმატიული ბაზები, ინსტიტუტები და განხორციელების საშუალებები, რომლებიც მათ უზრუნველყოფენ.
მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემები მისი სუბიექტებით განისაზღვრება. ესენია, ჯერ ერთი, სახელმწიფო და სახელმწიფო დაწესებულებები, მეორე ფირმები, საწარმოები, ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, როგორც იურიდიული პირები და , მესამე, საოჯახო მეურნეობები და ცალკეული ფიზიკური პირები. ყველა ეს სუბიექტები პირდაპირი თუ ირიბი ფორმით დაკავშირებულია ერთმანეთთან.
უსაფრთხოების სისტემებს გააჩნია მისი ცალკეული ელემენტები: წარმოების ფაქტორები, ეკონომიკური ურთიერთობები, ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმები, ეკონომიკური პოლიტიკა, სამეურნეო სამართალი, ეკონომიკური კულტურა, ეკონომიკური ეთიკა და ა.შ.
უსაფრთხოების სისტემების გამოყენება ეკონომიკაში სხვადასხვა საშუალებებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური სისტემა მრავალელემენტიანია, რომელიც მოიცავს სტრუქტურა-რესურსებს (წარმოების ფაქტორები), ტექნოლოგიებს, სამეცნიერო-გამოყენებით გამოკვლევებს, ეკონომიკურ ურთიერთოებებს, სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეთიკურ მექანიზმებს. ამიტომ ამ სისტემების დაცვისათვის უნდა გამოვიყენოთ მრავალმხრივი საშუალებები, რომლებიც პასუხობენ ეკონომიკური სისტემების ფუქნციონირებასა და უსაფრთხო პირობებს.
დასკვნა
მაღალი ტექნოლოგიებისათვის მთავარია ინოვაციური მიღწევების მაქსიმალურად დანერგვა, რაც თავისთავად გულისხმობს ქვეყნის სიახლეებისაკენ სწრაფვას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ამ მიმართულებით გამორჩეული ქვეყნები არსებობენ, რომლებიც ფართოდ იყენებენ უსაფრთხოების სისტემებს, როგორც მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტს ეკონომიკაში. ეს გლობალურ პრიორიტეტებს ისახავს მიზნად და „ღია“ საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარკვეულ ინდიკატორებს ანიჭებს უპირატესობას. კერძოდ, მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის განმტკიცებას, მათ შეუფერხებელ გასვლას მსოფლიოს როგორც სანედლეულო, ასევე გასაღების ბაზრებზე და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და გლობალური ეკონომიკური ზრდისათვის ხელშეწყობას.
მსოფლიოში არსებობულმა დიდმა გამოცდილებამ უსაფრთხოების სისტემების გამოყენების კუთხით ეკონომიკაში, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ საფრთხედ შეიძლება იქცეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური კორპორაციების არაკეთილსინდისიერი ბიზნესის შედეგად საფინანსო ეკონომიკური კრიზისის პროვოცირება. დღევანდელი მაღალი ტექნოლოგიები ამის ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს თუ არ გავითვალისწინებთ მის შემაკავებელ ფაქტორებს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კერძო პირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ხელში არსებული ფინანსური, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსები სავსებით საკმარისია საფონდო სავალუტო და სასაქონლო ბაზრებზე „მართვადი ქაოსის“ შესაქმნელად, რაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემების შეფასებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ინდიკატორები და პარამეტრები. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის უსაფრთხოების სისტემების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება მისი ეკონომიკური დონიდან გამომდინარე სრულყოფილად შეუძლებელია. პირველ ეტაპზე მთავარია ამ ქვეყნებმა საბაზრო სისტემაზე გადასვლის პრობლემები დაძლიონ. შემდეგი ეტაპი მოიცავს დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის ეკონომიკის სტაბილურ და მდგრადი განვითარების მიღწევას. მათთვის უსაფრთხოების სისტემების გამოყენების განსაზღვრისას პრიორიტეტული უნდა იყოს მაღალგანვითარებული ქვეყნების მიერ მიღწეული დონე და მის პარამეტრებთან შედარება.
უსაფრთხოების სისტემების გამოყენება ეკონომიკაში სხვადასხვა საშუალებებით ხორციელდება. ეკონომიკური სისტემის მრავალელემენტიანობის გამო, რაც მოიცავს სტრუქტურა-რესურსებს, ტექნოლოგიებს, სამეცნიერო-გამოყენებით გამოკვლევებს, ეკონომიკურ ურთიერთოებებს, სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეთიკურ მექანიზმებს. ამიტომ ამ სისტემების დაცვისათვის უნდა გამოვიყენოთ მრავალმხრივი საშუალებები, რომლებიც პასუხობენ ეკონომიკური სისტემების ნორმალურ ფუქნციონირებასა და უსაფრთხო პირობებს.
გამოყენებული ლიტერატურა
- აბესაძე რ., ბურდული ვ. „ეკონომიკური განვითარების სტრუქტურული და ინოვაციური პრობლემები“. თბილისი, 2014. (რუსულ ენაზე).
- ჭითანავა ნ. „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“. თბილისი ,2018.
- ჩიქავა ლ. „ცოდნა როგორც სპეციფიკური საქონელი და მისი გადამწყვეტი როლი ინოვაციურ ეკონომიკაში“. კრებულში: საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. შრომები 4. თბილისი, 2004.გვ.5-25.
- WWW.Geostati.ge.
- http://forbes.ge/blog/221/globaluri-inovaciis-indeqsi-da-saqarTvelo
- http://b2p.ge/10-inovazia-romlebic-samyaros-amoatrialeben-2020-wlistvis/
- .https://businesshub.ge/ge/innovation/increase-rd/types-of-innovation
- https://www.trendbook.ge/en/component/content/article/49-extra/12978-inovaciagvesmisthuaramisimnishvneloba
- http://ite-r.blogspot.com/2014/01/blog-post.html
- http://forbes.ge/blog/221/globaluri-inovaciis-indeqsi-da-saqarTvelo
- https://www.businessaward.ge/ka/nomination/wlis-inovaciuri-biznesi
- forbes.ge/news/
- www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t.forbes.ge/blog/221/globaluri-inovaciis-indeqsi
- -da-saqarTvelo.
- https://www.overclockers.ge/index.php?/
- https://www.youtube.com/watch?v=GqeJrJ0Kv4k.
- cheminanospace.blogspot.com/2017/10/blog-post_23.htm.
- http://www.economists.ge/ka/activities/publications/ #141-mtsire-da-sashualo-biznesi-saqartveloshi