ამოიზარდა წითელი ტყავის ჩანთა

აივანზე, ყავასა და სიგარეტს შუა გამოთენებულ
აგვისტოს დილაში,
მეზობლის მიტოვებულ მარტოობად ნაქცევ ძაღლის
გაუსაძლის მოთქმაში ,
ამოიზარდა წითელი ტყავის ჩანთა –
სავსე პატარა ყვითელ ქაღალდის ფურცლებში
ამოკრული ბაღჩეულის თესლებით –
ქინძი, ნიახური, რეჰანი, სტაფილო,
როცა ბებიაჩემი მოკვდა
პირველი ეს ჩანთა მოისროლეს.
როცა, თავისით ამოდის ეზოს სხვადასხვა ადგილებში –
რომელიმე ძნელადგასაქრობი სარეველა,
მე ბებიაჩემის გულისწყრომად ვთვლი.

http://nataliavarada.blogspot.com/2018/10/blog-post.html –  ამოიზარდა წითელი ტყავის ჩანთა