მეცხოველეობის ფერმის მოწყობის სტანდარტი

1. ფერმის მოწყობის მინიმალური სტადარტი – მთიანი რეგიონებისთვის

სავალდებულო:

ფერმის (ბოსლის) ჭერის სიმაღლე უნდა იყოს 4 მეტრზე მეტი, ჭერზე დატოვებული შახტით (სპეციალური ხვრელი, დატოვებული ფერმის ჭერზე გაზების გამოსადევნად) ( მცირე ფერმების შემთხვევაში

– იმ შემთხვევაში თუ ჭერი არის სამკუთხედის ფორმის: კედლების სიმაღლე სიმაღლე 2,7მ და კეხის სიმაღლე უნდა იყოს ფერმის სიგანის 25% მაგ. ფერმის სიგანე თუ არის
10 მეტი მაშინ გვერდითი კედელები იქნება 2,7მ და სიმაღლე კეხის 2,5-2,7+ (10ის 25%) 2,5 = 2,7+2,5 =5,2
თუ ჭერის ფორმა სწორია მაშინ ჭერის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 3მ. მაინც.) რეკმენდირებულია 1 სულზე მინიმუმ 20 კუბური მეტრი სივრცე.

– დაბმული წესით პირუტყვის შესანახად აუცილებელია ფიცარნაგი, ნახერხი, სილა, ნამჯა ან კაუჩუკი.

– თუ ბაგა არის პირით კედლისკენ ასეთ შემთხვევაში კედელსა და დაბმულ საქონელს შორის მინიმუმ 70 სანტიმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.

– ფერმას უნდა გააჩნდეს სარკმელი რომლითაც შევა სინათლეც და ასევე გამოყენებული იქნება გასანიავებლადაც. (მინიმალური ზომები ფანჯრების ბოსლის კვადრატულობის შესაბამისად
მისი ფართობის 10%-მაინც. მაგ. თუ სადგომის ფართობი შეადგენს 100 კვ.მ მაშინ ფანჯრების ფართობების ჯამი არ უნდა იყოს 10 კვ.მ.-ზე ნაკლები.)

– ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი .წ. სამშობიარო ბლოკი, სადაც დროებით თავსდება მოსაგები ან ახალმოგებული ფური ხბოსთან ერთად. მგალითად 10 სადგომიანი ფერმისთვის, სამშობიარი ბლოკი უნდა გამოიყოს 2 ფურისთვის, თითოეულ მათგანზე, 3-4 კვ.მ

– ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი იზოლირებული ადგილი საკვების შესანახად, სადაც საკვები უნდა ინახებოდეს მზის სხივებისგან და ტენისგან დაცულად. ამავე შესანახი შეიძლება
იზოლირებულად ინახებოდეს საწველი დანადგარიც და სხვა ატრიბუტები.

– დაბმული შენახვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ერთ სულზე მინიმუმ 2 კვადრატული მეტრი ინდივიდუალური სადგომი ფართობი, ხოლო ჯამური ფართი 1 სულზე დაანგარიშებით უნდა შეადგენდეს 4 კვადრატულ მეტრს (მაგ. 10 სულიანი ფერმისთვის მინიმალური ფართი უნდა შეადგენდეს 40 კვადრატულ მეტრს, საიდანაც უშუალოდ საქონლის ინდივიდაულური სადგომის ფართი იქნება 20 კვადრატი, (10*2))

– ფერმის იატაკი და ჭერი ისეთი მასალით უნდა იყოს დამზადებული რომ ადვილად ირეცხებოდეს ან სუფთავდებოდეს.

– სადგომის ჭერში განთავსებული უნდა იყოს სავენტილაციო ხვრელები. ქანობიანი (სამკუთხედის ფორმის) გადახურვის შემთხვევაში 1 სავენტილაციო ხვრელი (შახტა) უნდა
განთავსდეს სახურავის კეხზე, ყოველ 2,5-3 მეტრში, ხოლო ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში სავენტილაციო ხვრელები უნდა განთავსდეს, სანაკელე ღარების ზემოთ, ყოველ 2,5-3 მეტრში.

რეკომენდირებული:

– სასურველია ცხოველები ერთმანეთისგან იყვნენ გამიჯნული.

– სასურველია ფერმას ქონდეს სანაკელე ღარები ან მოწყობილი იყოს იმგვარად რომ დასუფთავებისას ფერმის შიგნით იყოს დაქანება ცალმხარეს, რათა არ გაჩერდეს ნარჩენები.
დაქანება 2-3 გრადუსით.

– ფერმაში სასურველია იყოს ინდივიდუალური საყურებელი თითოეული პირუტყვისთვის ან ერთი საერთო საყურებელი მაქსიმუმ ორი პირუტყვისთვის.

– ახლად ფერმის მშენებლობისას გათვალისწინებული უნდ აიყოს რომ ფერმა აშენდეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ისე რომ სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი
იყოს სინათლის შესვლა სადგომში.

– სასურველია წყლის ავზი საიდანაც ხდება წყლის მიწოდება ცხოველისთვის იყოს ფერმის შიგნით, ოპტიმალური წყლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად

– ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებისთვის საჭიროა სარკმელზე განთავსებული იყოს მწერებისგან დამცავი ბადეები

– პირუტყვის დაბმა მოხდეს პირისპირ

– თერმომეტრი რათა აკონტროლონ ტემპერატურა თავისი ინტერვალებით

– სასურველია პირუტყვის საგებად გამოყენებული იქნას სპეციალური კაუჩუკი.

2. ფერმის მოწყობის მინიმალური სტადარტი – დაბლობი რეგიონებისთვის:

სავალდებულო:

– პირუტყვის ბაგურად შენახვის შემთხვევაში ფერმის (ბოსლის) ჭერის სიმაღლე უნდა იყოს 4 მეტრზე მეტი, ჭერზე დატოვებული შახტით (სპეციალური ხვრელი, დატოვებული ფერმის
ჭერზე გაზების გამოსადევნად)

– დაბმული წესით პირუტყვის შესანახად აუცილებელია ფიცარნაგი ან ნახერხი.

– თუ პირუტყვის შენახვა ხდება არაბაგური მეთოდით მაშინ სადგომში ერთ სულზე მინიმუმ 9-10 კვადრატი უნდა იყოს გათვლილი, ინდივიდუალური სადგომი კი 2 კვადრატი.

– თუ ბაგა არის პირით კედლისკენ ასეთ შემთხვევაში კედელსა და დაბმულ საქონელს შორის მინიმუმ 70 სანტიმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.

– ბაგურად შენახვის შემთხვევაში ფერმას უნდა გააჩნდეს სარკმელი რომლითაც შევა სინათლეც და ასევე გამოყენებული იქნება გასანიავებლადაც.

– ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი ე.წ. სამშობიარო ბლოკი, სადაც დროებით თავსდება მოსაგები ან ახალმოგებული ფური ხბოსთან ერთად.

– ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი საკვების შესანახად, სადაც საკვები უნდა ინახებოდეს მზის სხივებისგან დაცულად. ამავე შესანახში უნდა ინახებოდეს საწველი
დანადგარიც და სხვა ატრიბუტები

– ფერმის იატაკი და ჭერი ისეთი მასალით უნდა იყოს დამზადებული რომ ადვილად ირეცხებოდეს ან სუფთავდებოდეს

რეკომენდირებული:

– სასურველია ცხოველები ერთმანეთისგან იყვნენ გამიჯნული. სასურველია ფერმას ქონდეს სანაკელე ღარები ან მოწყობილი იყოს იმგვარად რომ დასუფთავებისას ფერმის შიგნით იყოს დაქანება ცალმხარეს, რათა არ გაჩერდეს ნარჩენები.დაქანება 2-3 გრადუსით.

– ფერმაში სასურველია იყოს იდივიდუალური საწყურებელი ყველა ან მინიმუმ ორი ცხოველისთვის ერთი საერთო საწყურებელი.

– ახლად ფერმის მშენებლობისას გათვალისწინებული უნდ აიყოს რომ ფერმა აშენდეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ისე რომ სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი
იყოს სინათლის შესვლა სადგომში.

– სასურველია წყლის ავზი საიდანაც ხდება წყლის მიწოდება ცხოველისთვის იყოს ფერმის შიგნით, ოპტიმალური წყლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად

– ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებისთვის საჭიროა სარკმელზე განთავსებული იყოს მწერებისგან დამცავ