ფერმის შენობის სტანდარტი . ფერმის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , სკაიპი- medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com
1. ფერმის მოწყობის მინიმალური სტანდარტი – მთიანი რეგიონებისთვის
სავალდებულო:
1. ფერმის (ბოსლის) ჭერის სიმაღლე უნდა იყოს 4 მეტრზე მეტი, ჭერზე დატოვებული შახტით (სპეციალური ხვრელი, დატოვებული ფერმის ჭერზე გაზების გამოსადევნად) ( მცირე ფერმების შემთხვევაში
1.2 იმ შემთხვევაში თუ ჭერი არის სამკუთხედის ფორმის: კედლების სიმაღლე სიმაღლე 2,7მ და კეხის სიმაღლე უნდა იყოს ფერმის სიგანის 25% მაგ. ფერმის სიგანე თუ არის
10 მეტი მაშინ გვერდითი კედელები იქნება 2,7მ და სიმაღლე კეხის 2,5-2,7+ (10ის 25%) 2,5 = 2,7+2,5 =5,2
თუ ჭერის ფორმა სწორია მაშინ ჭერის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 3მ. მაინც.) რეკმენდირებულია 1 სულზე მინიმუმ 20 კუბური მეტრი სივრცე.
1.3 დაბმული წესით პირუტყვის შესანახად აუცილებელია ფიცარნაგი, ნახერხი, სილა, ნამჯა ან კაუჩუკი.
1.4 თუ ბაგა არის პირით კედლისკენ ასეთ შემთხვევაში კედელსა და დაბმულ საქონელს შორის მინიმუმ 70 სანტიმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.
1.5 ფერმას უნდა გააჩნდეს სარკმელი რომლითაც შევა სინათლეც და ასევე გამოყენებული იქნება გასანიავებლადაც. (მინიმალური ზომები ფანჯრების ბოსლის კვადრატულობის შესაბამისად
მისი ფართობის 10%-მაინც. მაგ. თუ სადგომის ფართობი შეადგენს 100 კვ.მ მაშინ ფანჯრების ფართობების ჯამი არ უნდა იყოს 10 კვ.მ.-ზე ნაკლები.)
1.6 ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი ე.წ. სამშობიარო ბლოკი, სადაც დროებით თავსდება მოსაგები ან ახალმოგებული ფური ხბოსთან ერთად. მგალითად 10 სადგომიანი ფერმისთვის, სამშობიარი ბლოკი უნდა გამოიყოს 2 ფურისთვის, თითოეულ მათგანზე, 3-4 კვ.მ|
1.7 ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი იზოლირებული ადგილი საკვების შესანახად, სადაც საკვები უნდა ინახებოდეს მზის სხივებისგან და ტენისგან დაცულად. ამავე შესანახი შეიძლება
იზოლირებულად ინახებოდეს საწველი დანადგარიც და სხვა ატრიბუტები.
1.8 დაბმული შენახვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ერთ სულზე მინიმუმ 2 კვადრატული მეტრი ინდივიდუალური სადგომი ფართობი, ხოლო ჯამური ფართი 1 სულზე დაანგარიშებით უნდა შეადგენდეს 4 კვადრატულ მეტრს (მაგ. 10 სულიანი ფერმისთვის მინიმალური ფართი უნდა შეადგენდეს 40 კვადრატულ მეტრს, საიდანაც უშუალოდ საქონლის ინდივიდაულური სადგომის ფართი იქნება 20 კვადრატი, (10*2))
1.9 ფერმის იატაკი და ჭერი ისეთი მასალით უნდა იყოს დამზადებული რომ ადვილად ირეცხებოდეს ან სუფთავდებოდეს.
1.10 სადგომის ჭერში განთავსებული უნდა იყოს სავენტილაციო ხვრელები. ქანობიანი (სამკუთხედის ფორმის) გადახურვის შემთხვევაში 1 სავენტილაციო ხვრელი (შახტა) უნდა
განთავსდეს სახურავის კეხზე, ყოველ 2,5-3 მეტრში, ხოლო ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში სავენტილაციო ხვრელები უნდა განთავსდეს, სანაკელე ღარების ზემოთ, ყოველ 2,5-3 მეტრში.
ჩვენი სერვისები:
ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
- თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-
გეგმების მომზადება
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში
რეკომენდირებული:
1.11 სასურველია ცხოველები ერთმანეთისგან იყვნენ გამიჯნული.
1.12 სასურველია ფერმას ქონდეს სანაკელე ღარები ან მოწყობილი იყოს იმგვარად რომ დასუფთავებისას ფერმის შიგნით იყოს დაქანება ცალმხარეს, რათა არ გაჩერდეს ნარჩენები.დაქანება 2-3 გრადუსით.
1.13 ფერმაში სასურველია იყოს ინდივიდუალური საყურებელი თითოეული პირუტყვისთვის ან ერთი საერთო საყურებელი მაქსიმუმ ორი პირუტყვისთვის.
1.14 ახლად ფერმის მშენებლობისას გათვალისწინებული უნდ აიყოს რომ ფერმა აშენდეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ისე რომ სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი
იყოს სინათლის შესვლა სადგომში.
1.15 სასურველია წყლის ავზი საიდანაც ხდება წყლის მიწოდება ცხოველისთვის იყოს ფერმის შიგნით, ოპტიმალური წყლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად
1.16 ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებისთვის საჭიროა სარკმელზე განთავსებული იყოს მწერებისგან დამცავი ბადეები
1.17 პირუტყვის დაბმა მოხდეს პირისპირ
1.18 თერმომეტრი რათა აკონტროლონ ტემპერატურა თავისი ინტერვალებით
1.19 სასურველია პირუტყვის საგებად გამოყენებული იქნას სპეციალური კაუჩუკი.
2 . ფერმის მოწყობის მინიმალური სტადარტი – დაბლობი რეგიონებისთვის:
სავალდებულო:
2.1 პირუტყვის ბაგურად შენახვის შემთხვევაში ფერმის (ბოსლის) ჭერის სიმაღლე უნდა იყოს 4 მეტრზე მეტი, ჭერზე დატოვებული შახტით (სპეციალური ხვრელი, დატოვებული ფერმის
ჭერზე გაზების გამოსადევნად)
2.2 დაბმული წესით პირუტყვის შესანახად აუცილებელია ფიცარნაგი ან ნახერხი.
2.3 თუ პირუტყვის შენახვა ხდება არაბაგური მეთოდით მაშინ სადგომში ერთ სულზე მინიმუმ 9-10 კვადრატი უნდა იყოს გათვლილი, ინდივიდუალური სადგომი კი 2 კვადრატი.
2.4 თუ ბაგა არის პირით კედლისკენ ასეთ შემთხვევაში კედელსა და დაბმულ საქონელს შორის მინიმუმ 70 სანტიმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.
2.5 ბაგურად შენახვის შემთხვევაში ფერმას უნდა გააჩნდეს სარკმელი რომლითაც შევა სინათლეც და ასევე გამოყენებული იქნება გასანიავებლადაც.
2.6 ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი ე.წ. სამშობიარო ბლოკი, სადაც დროებით თავსდება მოსაგები ან ახალმოგებული ფური ხბოსთან ერთად.
2.7 ფერმაში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი საკვების შესანახად, სადაც საკვები უნდა ინახებოდეს მზის სხივებისგან დაცულად. ამავე შესანახში უნდა ინახებოდეს საწველი
დანადგარიც და სხვა ატრიბუტები
2.8ფერმის იატაკი და ჭერი ისეთი მასალით უნდა იყოს დამზადებული რომ ადვილად ირეცხებოდეს ან სუფთავდებოდეს
რეკომენდირებული:
2.9 სასურველია ცხოველები ერთმანეთისგან იყვნენ გამიჯნული. სასურველია ფერმას ქონდეს სანაკელე ღარები ან მოწყობილი იყოს იმგვარად რომ დასუფთავებისას ფერმის შიგნით იყოს დაქანება ცალმხარეს, რათა არ გაჩერდეს ნარჩენები.დაქანება 2-3 გრადუსით.
2.10 ფერმაში სასურველია იყოს იდივიდუალური საწყურებელი ყველა ან მინიმუმ ორი ცხოველისთვის ერთი საერთო საწყურებელი.
2.11 ახლად ფერმის მშენებლობისას გათვალისწინებული უნდ აიყოს რომ ფერმა აშენდეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ისე რომ სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი იყოს სინათლის შესვლა სადგომში.
2.12 სასურველია წყლის ავზი საიდანაც ხდება წყლის მიწოდება ცხოველისთვის იყოს ფერმის შიგნით, ოპტიმალური წყლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად
2.13 ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შენარჩუნებისთვის საჭიროა სარკმელზე განთავსებული იყოს მწერებისგან დამცავი ბადე
ბმები:
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება