ქალის როგორი თეთრეული მოსწონთ მამაკაცებს

ქალი ყოველთვის ცდილობს, მამაკაცს თავი მოაწონოს მაკიაჟით, ჩაცმულობით, თეთრეულით, მაგრამ ვიცით კი, როგორი თეთრეული მოსწონთ მამაკაცებს?..
ფერი

მამაკაცების უმეტესობას მოსწონს წითელი ან ბორდოსფერი თეთრეული. ეს გასაკვირი არცაა. წითელი ვნების ფერია. ქალი წითელში – მამაკაცისთვის სექსუალურობის, ვნების სიმბოლოა.
ზოგისთვის წითელი თეთრეული თილისმაა, მაგალითად, პოლონელი მოსწავლეები დარწმუნებულები არიან, რომ თუ სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე წითელი თეთრეულით მივლენ, წარმატებით ჩააბარებენ.
პოპულარულია შავი ფერიც. მართალია, რომანტიკულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მამაკაცების აზრით, შავი თეთრეული ეროტიკული ამბიციების მქონე ქალებს აცვიათ.
ზოგიერთი მამაკაცი უპირატესობას თეთრ თეთრეულს ანიჭებს, გამჭვირვალეს კი არა, ქათქათა თეთრს, როგორც უბიწოების, სისუფთავის ფერს.
ადრე ქალებს მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეული ეცვათ. აქედან წარმოიშვა ”თეთრეულის” სახელიც. თუმცა, ძველად ქალს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა – ქმარი.
ვარდისფერსა და ცისფერ თეთრეულზე მამაკაცები ერთხმად ამბობენ, რომ ეს ფერები მათ არ აღაგზნებთ.
ქსოვილი

რა თქმა უნდა, აბრეშუმი. ის ფერს უფრო მეტ სილამაზეს ანიჭებს. წითელი თეთრეული ორმაგად ეფექტური და სექსუალურია.
სხვათა შორის, ნაომი კემპბელი მხოლოდ თეთრი ფერის აბრეშუმის ექსკლუზიურ თეთრეულს იცვამს.
აი, ბამბის თეთრეული მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონს.
ჯულია რობერტსმა კი ბოლოდროინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ ბამბის უნაკერო თეთრეულს იცვამს და მას მეორე კანივით აღიქვამს.
ჩავიცვათ თუ არ ჩავიცვათ?

არსებობენ ქალები, რომლებსაც თეთრეულის ჩაცმა არ უყვართ. სურთ, საყვარელი მამაკაცის გერდით სრულიად შიშვლები იყვნენ.
სხვათა შორის, თეთრეულის ჩაცმა არ უყვართ ვარსკვლავებსაც: პერის ჰილტონს, მადონას…
მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მამაკაცებისთვის სექსუალურია არა სრულიად შიშველი ქალი, არამედ ქალი ქვედა საცვალში, ან სექსუალურ სამოსში.
დაბოლოს, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალს, რომელსაც ხშირად სხვადასხვანაირი თეთრეული აცვია, მამაკაცი იშვიათად ღალატობს, რადგან მამაკაცი პოლიგამიური არსებაა, სხვადასხვა საცვალში გამოწყობილი ქალი კი მრავალფეროვნების ილუზიას უქმნის.
წყარო : https://marao.ge/