Category Archives: ჟანგბადი

დაბალი არტერიული წნევა

დაბალი არტერიული წნევა დაავადების აღწერა დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ზოგიერთი პაციენტისთვის სასურველი მდგომარეობაა, თუმცა, დაბალი წნევა იწვევს თავბრუსხვევისა და გონების დაკარგვის სიმპტომებს. მძიმე შემთხვევებში, დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისათვის საშიშია. არტერიული წნევა ინდივიდუალური მაჩვენებელია და ხშირად განსხვავდება პაციენტებში. ჰიპოტენზია ნიშნავს სისტოლური წნევის (პირველი რიცხვი) 90 (მმ/ვერცხლისწყლის სვეტით)–ზე დაბალ მაჩვენებელს, ხოლო დიასტოლური წნევის (მეორე მაჩვენებელი) 60 (მმ/ვს)–ზე

Read More

ნაღველკენჭოვანი დაავადება

ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უმოწყალოდ გვესხმის თავს. უკეთ რომ გავიგოთ, რას გვერჩიან უადგილო ადგილას დაგროვილი ქვები, მოდით, სანაღვლე გზების აგებულება, ნაღვლის შემადგენლობა და თავად კენჭების სტრუქტურა განვიხილოთ. სანაღვლე გზების საშუალებით ნაღველი ღვიძლიდან წვრილი ნაწლავისკენ მიემართება. სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდეს,  ჯერ ნაღვლის ბუშტში

Read More

ფილტვის ემფიზემა

ფილტვის ემფიზემა ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელიც სუნთქვის დარღვევით და ფილტვში აიროვანი ცვლის შეფერხებით ვლინდება. ამ დაავადებას ახასიათებს ბრონქიოლების მეტისმეტი გაფართოება (გაწელვა, გაბერვა), რასაც თან სდევს ალვეოლების კედლის დესტრუქციული ცვლილებები. გაწელვა ფილტვის ქსოვილის მოდუნებით და ორგანოს არქიტექტონიკის დარღვევით არის განპირობებული. ხსენებული ცვლილებების შედეგად ფილტვის ქსოვილში ჩნდება ჰაერის შემცველი ბუშტუკები – ბულები, რომლებიც

Read More

ვარჯიში და ფილტვები

ფილტვისთვის სასარგებლო რამდენიმე მარტივი ვარჯიში მოგეხსენებათ, ვარჯიში სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა, როცა ფიზიკურ აქტივობაზე საუბრობენ, როგორც წესი, ძირითადი აქცენტი წელის გარშემოწერილობაზე, გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაზე, გულის ფუნქციონირების გაძლიერებასა და წონის კლებაზე კეთდება – სინამდვილეში ვარჯიში ეხმარება ფილტვებსაც და უფრო მეტიც აუცილებელიც კია ამ ორგანოსთვის. ვარჯიში და ფილტვები ფიზიკური აქტივობის დროს გული და ფილტვები კუნთებში დამატებით ჟანგბადს გზავნის. ცნობილია,

Read More

ტაქიკარდია

ტაქიკარდია გულის რითმის დარღვევაა და გულისხმობს გულის შეკუმშვათა გახშირებას ნორმაზე მეტად. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს მოსვენებისას გული წუთში 60-100-ჯერ უნდა უცემდეს. ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიურიტაქიკარდია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში, შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ფიზიოლოგიური ტაქიკარდიის განვითარების გამომწვევია: ფიზიკური დატვირთვა სტრესული გარემო ემოციური ფონი (დადებითიც და უარყოფითიც) სხეულის ან

Read More

ბრონქული გამავლობის დარღვევა

ბრონქული გამავლობის დარღვევა ანუ ბრონქოობსტრუქციის სინდრომი ბრონქოობსტრუქცია განპირობებულია სასუნთქი გზების შევიწროებით, რომელის მიზეზია ერთი მხრივ სასუნთქი გზების კედლის შეშუპება, მეორეს მხრივ სასუნთქ გზებში ლორწოს ჰიპერსეკრეცია, რომელთა შედეგადაც ადგილი აქვს სასუნთქი მუსკულატურის და ბრონქების სპაზმს. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელია ხშირი შეტევითი ხასიათის ხველა, ექსპირაციული ქოშინი, გაძნელებული დისტანციაზე მოსასმენი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა, ზოგ შემთხვევაში

Read More

ძილისმიერი აპნოე

ძილში სუნთქვის გაჩერება, ანუ ღამე, ძილის აპნოეს ახასიათებს სუნთქვითი ფუნქციის შეწყვეტა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 3 წუთამდე. აღნიშნული სინდრომი იწვევს სხვადასხვა ფსიქოსომატურ და ნივთიერება ცვლის დარღვევებს, აგრეთვე პრობლემებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. ვრცლად ამ საშიშ და საკმაოდ გავრცელებულ დარღვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში. რა არის ძილისმიერი აპნოე და რითაა იგი საშიში? ღამის აპნოე – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც

Read More

სისხლში ჟანგბადის საზომი

მსოფლიოში კოვიდ19-ით დაღუპულთა შორის უმრავლესობა ხანდაზმულია, თუმცა სიკვდილიანობის რისკის შემცირების შესაძლებლობას თანამედროვე, დიაგნოსტიკური სამედიცინო ხელსაწყო გვაძლევს. ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ ამერიკელმა ექიმმა რიჩარდ ლევიტანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ექიმებისთვის ძალიან ნაცნობი ნივთია, რომელიც განკუთვნილია სისხლში ჟანგბადის მოცულობის გასაზომად. „კლინიკებში ოქსიმეტრს უკვე ათწლეულებია იყენებენ – ეს ძალიან პატარა და მარტივიხელსაწყოა, რომლის გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. პორტატული და საკმაოდ

Read More

არამენსტრუაციული სისხლდენა

არეულობის მსხვერპლი მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიური პროცესების მთელი კასკადი მიმდინარეობს: ორი ქალური ჰორმონი, ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც წყვილ საკვერცხეში გამომუშავდება, საშვილოსნოს ამომფენი სისხლძარღვოვანი გარსის წარმოქმნას უწყობს ხელს. სწორედ ამ გარსის ქსოვილში უნდა ჩაინერგოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ თავისუფალი და გაუნაყოფიერებელი, მენსტრუაციის დაწყებიდან მე-12-14 დღეს საკვერცხიდან გამოიტყორცნება, ჯერ მუცლის ღრუში ხვდება, შემდეგ კვერცხსავალ

Read More

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში?! – ექიმი, არჩილ მარშანია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში კორონავირუსის ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუს თუ  როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში. “როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ19-ს სიმპტომებს სახლის პირობებში გაფრთხილება: პირველ რიგში(!) დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია. ინსტრუქციები

Read More