ტოსკანური პურის სალათი – პანცანელა
შემადგენლობა (იტალიური სტანდარტით 4 ადამიანისათვისაა გათვალისწინებული. საქართველოს შემთხვევაში ქართულად გამოზომეთ ): რამდენიმე დღის მოძველებული ტოსკანური პური, რომელიც უმარილოა. საქართველოს შემთხვევაში თეთრი მარილიანი პურის გამოყენებაც შეიძლება (ბოლოს მაინც მარილია ჩასამატებელი). რაც უფრო მძიმე პურია, მით უკეთესი (აი, დაახლოებით ისეთი, კედელს რომ ესროლო, გაიტანსო ). 2 პომიდორი 1 წითელი ხახვი 1 კიტრი 2 ნიახურის ტანობი ბაზილიკი ზეთისხილის ზეთი მარილი