Category Archives: ქორწილი

qorwilis dagegmva

ქორწილის დაგეგმვა ქორწილის დაგეგმვისას უმნიშვნელო დეტალების გაუთვალისწინებლობამაც კი შესაძლოა დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს, ჩვენი რჩევები სწორედ ამის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სამზადისის დასაწყისის პირველი ეტაპი სტუმრების სიის შედგენაა. ბრძოლა სიით ხელში შეიძლება ქორწილის ყველაზე საინტერესო ნაწილი არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად არის და თან აუცილებლად თქვენი გადასაწყვეტი. ყველაფერი სწორედ ამით უნდა დაიწყოთ _ სტუმრების ვინაობა და რაოდენობა წყვეტს, რა სტილის ქორწილი გექნებათ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქმროს ქორწილის დეტალებით ისე ვერ დააინტერესებთ, რომ სალონებში თქვენთან ერთად იტრიალოს. კარგი იქნება, თუ საამისოდ ყოველ დღე თითო საათს გამოყოფთ და მხოლოდ ამ დროს გაუზიარებთ ერთმანეთს თქვენს გეგმებსა და სურვილებს. კვირაში ერთი დღე “განტვირთვისთვისაც” გამოყავით _ დაანახეთ საქმროს, რომ ის გოგონა, რომელიც მას შეუყვარდა, ისევ ისეთივე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, როგორიც `საქორწინო ციებ-ცხელების” შეყრამდე იყო. ხშირად პატარძლები კაბის უკეთ მორგების მიზნით დიეტას იცავენ და 10-15 კილოგრამს იკლებენ, რაც დიდი შეცდომაა. წონის დაკლება დიდი რაოდენობით, ფიგურის გარდა სახეზეც აისახება და არა ყოველთვის დადებითად. თან ასე დაკლებულ წონას ძალიან მალე აღიდგენთ და არავის უხარია თაფლობის თვეში ჯანმრთელობის პრობლემები. ქორწილის გაფორმებას რაც შეეხება, სასურველია, ყველაფერი თქვენი გემოვნებით მოამზადოთ, არასოდეს ანდოთ სხვას. ენდეთ მხოლოდ ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონე მეგობარს და დედას. თუ დიზაინერი შეარჩიეთ, აუცილებლად დაინტერესდით მის მიერ დაგეგმილი ყველა დეტალით _ რაც ყოველგვარ გაურკვევლობას აგაცილებთ თავიდან. დიდი ყურადღება მიაქციეთ ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას, წინასწარ შეუთანხმდით მუსიკოსებს რეპერტუარზე _ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენი ქორწილი რუსულ-ქართული “შანსონების ფესტივალს” დაემსგავსოს. არასოდეს გააკეთოთ ეკონომია თქვენს იმიჯზე _ მაკიაჟი, ვარცხნილობა და კაბა “წმინდაა”. ფული დაზოგეთ ძვირფას ღვინოზე, ყვავილებსა და ბაფთებზე… ქორწილის შემდეგ სტუმრები სწორედ გემოვნებით ჩაცმულ პატარძალზე ილაპარაკებენ და არა იმ საუცხოო ბაფთებზე, რომლებიც სადღაც ჭერში ეკიდა და “ზღაპრულ გარემოს ქმნიდა”.

უჩვეულო ქორწილი

უჩვეულო ქორწილი ცხოველთა უფლებების დამცველმა, ვენდი დაიმონდმა, თავის ძაღლებს, ბეიბი პოუპსა და ჩილი პასტერნაკს საქორწინო ცერემონიალი მოუწყო. ეს ქორწილი გინესის რეკორდების წიგნში უმალვე მოხვდა. დაიმონდმა წვეულებისთვის პროფესიონალი მკერავები, ორგანიზატორები, გამნათებლები და მუსიკოსები დაიქირავა. ეს ყველაფერი მას 158 ათასი დოლარი დაუჯდა.  

ქალი სამხრეთ კავკასიის კულტურაში: სომხეთი “დიდი ოჯახი” ჯერ კიდევ XIX ს-ის სომხეთში გავრცელებული იყო საოჯახო სათვისტომო – გერდასტანი, რომელიც აერთიანებდა რამოდენიმე თაობას, რომელსაც უხუცესი უძღვებოდა. ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ მშობლები ზრდასრული შვილებით, რომელთაც, თავის მხრივ, ჰყავდათ შვილები და შვილიშვილები. ღრმა პროვინციაში ასეთ გერდასტანში შეიძლება ყოფილიყო 50 – მდე ადამიანი, რომელიც ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა. თუმცა კი სამხრეთ კავკასიაში ზოგადად,

Read More

ქალი სამხრეთ კავკასიის კულტურაში: საქართველო

ქალი სამხრეთ კავკასიის კულტურაში: საქართველო ქართული ოჯახი ზოგად კავკასიური ოჯახის ტიპს წარმოადგენს. ამიტომ ქართულ ოჯახში მისი წევრების უფლება-მოვალეობები სხვა კავკასიურ ოჯახებში არსებული უფლებრივი სისტემების მსგავსია. საქართველოში, ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა ოჯახის წევრებს შორის უფროს-უმცროსობის იერარქიული ინსტიტუტი, „უფროსი ქალის“ ინსტიტუტი, „უმძრახობისა“ და „განრიდების“ წესები. უფროს ქალს, ჩვეულებრივ, უფროსი დედა ანუ დედამთილი წარმოადგენდა. მისი ფუნქციები იყო ოჯახის ტრადიციების

Read More

დევების ქორწილი

ვაჟა-ფშაველა – დევების ქორწილი ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო.ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა აქვის ქორწილი, დიდი დარბაზი ზრიალებს. მეც დამპატიჟეს, შევედი, – რა მქისე სუნი ტრიალებს?! სამ პირად ცეცხლი დაენთოთ, ზედ სამი ქვაბი შხიოდა, სტუმრების წინა ხონჩებზედ კაცის თავ-ფეხი დიოდა. უკვენას ყურეშიითა კვნესის ხმა გამოდიოდა: “ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” – ყმა

Read More

ქორწილი ჩაიშალა

22 წლის მამაკაცისა და 11 წლის გოგონას ქორწილი ჩაიშალა  – კადრებმა საზოგადოება აღაშფოთა ირანის სასამართლომ გააუქმა 22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწინება მას შემდეგ, რაც მათი ქორწილის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოსამართლემ ეს ქორწინება მიუღებლად გოგონას ასაკის გამო მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ქორწინება მაინც შედგება, როცა ბავშვი 13 წლის

Read More

ქორწილი ზარბაზნების გრიალში

ქორწილი ზარბაზნების გრიალში 1745 წლის გაზაფხულის ერთ დღეს ქვიშხეთის მაღლობზე მდგარ ციხე-სიმაგრეს რამდენიმეშეიარაღებული ცხენოსანი მიადგა. მათ შორის ზურაბ აბაშიძის სიმამრი, სამეფო მდივანბეგი,იოანე ორბელიანიც იყო. მოსულებს ვახუშტი აბაშიძე და მისი მეუღლე, ანუკა შეეგებნენ.სტუმრები დიდ დარბაზში მიიწვიეს. იოანემ ანუკას მეფე თეიმურაზის ბარათი გადასცა.ქართლის მეფე და მისი მეუღლე, დედოფალი თამარი, ვახუშტის ძმის- ზაალ აბაშიძის ასულსითხოვდნენ შვილისათვის– კახეთის მეფე

Read More

ქორწილი თბილისში

ქორწილი თბილისში — ქართული ხალხური ქორწილის ნაირსახეობა, რომლის თავისებურებები ჩამოყალიბდა რთული სოციალური აგებულების მქონე (მუშები, ხელოსნები, ვაჭრები, მოსამსახურეები, თავადაზნაურები, სოფელს ნახევრად მოწყვეტილი გლეხობა) და ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის (ებრაელები, რუსები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და სხვა) თანაცხოვრების პირობებში. მიუხედავად იმისა, საქორწინო ინსტიტუტის ქარგა მთლიანად ქართულია და ისტორიული სიღრმეებიდან მომდინარეობს. თბილისური ქორწილის მრავალფეროვანი რიტუალებიდან განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩეოდა საქორწინო წყვილთა შერჩევის პერიოდი, რაშიც წამყვან როლს ასრულებდნენ პროფესიონალი მაჭანკლები. ისინი

Read More

ჩხიკვთა ქორწილი

ჩხიკვთა ქორწილი ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე დიდად მოშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკს ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მცხოვანი ჩხიკვი თომა. თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოთქვა: „აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანეთის

Read More