Category Archives: ხინკალი

ხინკალი  სამყაროა შენს გარშემო

ხინკალი  სამყაროა შენს გარშემო ხინკალი,როგორც კულტურა და როგორც სრულყოფილების ეტალონი. ჩემს წარმოსახვაში შეუძებელია ვიპოვო რამე უფრო იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული როგორც ხინკალი. ამ იდეალიზმის სათავე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში უნდა ვეძებოთ. ზოგისთვის ფშავი, ზოგისთის ხევსურეთი და ასე შემდეგ. ყველას უნდა ამ საღვთო ქმნილების საკუთარ სახელთან დაკავშირება.  ღმერთის ან ამოუცნობი ფაქტის მიერ შექმნილ სამყაროში,ყოველ შემთხვევაში დღემდე,

Read More

ხინკლის პოეზია

ხინკლის პოეზია  ============================================== გინახავთ სადმე,ხინკლისგან კაცი კვდებოდეს ჭირითა? ვისაც არ გინდათ, დამშვიდდით, თქვენთვის მოვხარშავთ ჩირითა, შიგ ბალახ-ბულახს ჩავკეპავთ, არ გადავტვირთავთ ცხიმითა, აფსუს, ხინკალო, ფშაველიც რო გწუნობს თავის პირითა, ჩინურ რესტორანს ესტუმროს, გამოტყვრეს ბრინჯის ღვინითა. ვახ მე, რა მოგდით, ქართველნო, ძველ მადლით ვეღარ ხვივითა, დასხედით ჭამეთ ბალახი, თმებ შაიღებეთ ინითა, რო მოვკვდე, ჩემ შესანდობარს, ქელეხშიც ყავით

Read More

საწყალო ხინკალო

საწყალო  ხინკალო საწყალო ხორცის ხინკალო , შენც გაიფუჭე სახელი. ვინ მოგიგონა პირველად, იმას დაადგეს ნათელი. შენი სამშობლო ფშავია, ბაკანი, ხონჩა, საცერი. კაი მსუქანი ცხვრის ხორცი, ქეიფიც იმის საფერი. წვრილი და კოხტა ნაოჭი, გაქებდეს შენი მნახველი. ხონჩაზე იყინებოდეს წვენი ზედ ჩამონადენი. იუკადრისე სოფელი, ასდექ, ქალაქში წახველი. თეფშებზე წამოგასკუპეს ერთი უჯმაჯი, სამზნელი. თავი გაქვ უშველებელი, ვინ არი

Read More

მამაპაპურო ხინკალო – შოთა ნიშნიანიძე 

მამაპაპურო ხინკალო – შოთა ნიშნიანიძე  – მამაპაპურო ხინკალო, ხინკალო, შე მადლიანო, ბებერი საჭურისივით რამ დაგამჭლევა, ტიალო?! ქალაქს ვერ გნახა ქართველმა, ვეღარც არაგვზე გიხილა – მთვარისებრ აფუებული და ლურჯაისებრ ხვიხვინა. შენ წინაპარმა მოგნათლა, რკინის თითებით მოგხვეტა და ჩაგაწურა სიფიცხე ჯაჭვისპერანგა მოყმეთა. იქით თერგს ჩამოვივლიდი, აქეთ არაგვის ხეობას, ხინკალს და შაირს შავხვრეპდი, როგორც წინაპრის მხნეობას, – ტიროდე,

Read More

პატარძლის მომზადებული ხინკალი

ხინკლის რეცეპტი პატარძლისაგან xinklis recepti patarZlisagan ინგრედიენტები ხინკლისათვის —1 კგ სახინკლე ხორცი (შერეული ) —3-4 თავი სახინკლე ხახვი (ქართული წიტელი)  —3-4 კბილი ნიორი  —2 სუფრის კოვზი ძირა —მარილი და შავი პილპილი გემოვნებით —1,5 კგ ფქვილი ხინკლის მომზადების წესი 1. ხინკლისათვის ხორცი გაატარეთ ცოტა მსხვილად, უფრო გემრიელი გამოდის. —ხინკლის შიგთავსისათვის შეგიძლიათ საქონლის ხორცთან ერთად ღორის ხორციც

Read More

ხინკალი სოკოთი დედამთილისათვის

სოკოს ხინკალი დედამთილისათვის  სოკოს ხინკლის ინგრედიენტები  სოკო – 1-1.5 კგ ხახვი – 2 თავი ნიორი – 1-2 კბილი ქინძი მარილი და პილპილი ხინკლის ცომის რეცეპტი წვრილად დაჭერით ქამა სოკო, ხახვი და ქინძი. ხახვი მოშუშეთ კარაქში, დაამატეთ სოკო. შემდეგ დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი. სოკოს მიერ გამოშვებული წვენი ბოლომდე არ დააშროთ, რათა ხინკალი წვნიანი გამოვიდეს. ხინკლის მოხარშვა

Read More

მთიულური ხინკლის მომზადება ქალაქში

მთიულური ხინკლის მომზადება ქალაქში მარსაგა პაპა ამბობდა  : ნამდვილი მთიულური ხინკალი  მთიულეთის ჰაერზე უნდა მოიხარშოსო. გინდ ხინკალი ქალაქ მოგიხარშია და გინდ ბალღი მანქანის უკანა სავარძელზე გაგიკეთებიაო. მთიულური ხინკლის ინგრედიენტები ფარშისთვის: წყალი – გასათხელებლად, სასურველია მთიულეთიდან ძირა – მთიულური გემოვნებით წითელი წიწაკა, დაფქული მარილი ხახვი – 3 თავი. ხახვი ქართული ჯობია, წითელი შერეული ფარში – 1

Read More

რატომ არის მთაში ხინკალი სხვა გემოსი?

რატომ არის მთაში ხინკალი სხვა გემოსი? შეგიმჩნევიათ ალბათ, მთაში ხინკალს სხვა გემო აქვს. ცხადია გარემო მოქმედებს, მაგრამ არსებობს მატერიალური საფუძვლებიც. ერთ-ერთი მათგანია – მთაში ცომს გაყინული (ყინულივით ცივი) წყლით ხარშავენ. მოშდნინჯეთ ცომის მოზილვა გაყინული წყლით. ხინლალს სხვა გემო ექნება. ინგრედიენტები ხინკლის იდეალური ცომისათვის  ფქვილი – 2 ჭიქა (შესაძლოა, მეტიც დაგჭირდეთ) კვერცხი – 1 ცალი გაყინული

Read More

ხინკლის გარუსების მცდელობები!

ერთ-ერთ საიტზე, წავაწყდით პოსტს –  ” იდეალური ცომი ხინკლისა და ჩიბურეკებისათვის” . ეს პოსტი ქვემოთ, მთლიანად მოგვყავს. შეიძლება მართლაც კარგი ცომი გამოდის, მაგრამ ეგ ხინკალი აღარაა. ჩემი აზრით, ხინკლის ცომის ეს რეცეპტი, თავის დროზე  რუსების შემოგდებულია, რათა თანდათან წაერთმიათ ჩვენთვის ქართველობა  და ხინკლიდან ჩებურეკზე გადავეყვანეთ.   ამონარიდი  პოსტიდან ” იდეალური ცომი ხინკლისა და ჩიბურეკებისათვის” : ასე

Read More

ჭინჭრის ხინკალი

ჭინჭრის ხინკალი ჭინჭრის ხინკალი ნაკლებად ცნობილი კერძია. მას ძირითადად კახეთში ამზადებენ. ზოგჯერ ჭინჭრის ფარშს ნიგოზი და ნიორიც ემატება.  ჭინჭრის ხინკალი გემრიელია და მას ძირითადად მარხვისას მიირთმევდნენ. ხშირად ჭინჭრის ხინკალს,  დასუსტებულ, ნაავადმყოფარ ადამიანს უკეთებდნენ . უფრო ხშირად-დასუსტებულ ბავშვებს. ჭინჭრის ხინკლის მომზადების წესები ჩვეულებრივია.       ჭინჭრის ხინკლის ინგრედიენტები კი ასეთია:   მოხარშული ჭინჭარი – 500 გ

Read More